|
  • EUR 1 = GEL 3.8158
  • USD 1 = GEL 3.2285
|

წყალტუბოში მზრუნველობამოკლებულ მოზარდთა დღის ცენტრის ბენეფიციარი გარყვნილი ქმედების მსხვერპლი გახდა

წყალტუბოში 17 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედება ოჯახის ახლობელმა ჩაიდინა.  შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

არასრულწლოვანი ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე, ამასთან მზრუნველობა მოკლებულ მოზარდთა დღის ცენტრის ბენეფიციარია. 

"ბავშვი არის გულჩათხრობილი, ადვილია მისი დაყოლიება, ალბათ, ამით ისარგებლა. გავიგეთ, რომ ტყეში წაიყვანა ძალდატანებით. ნაკაწრები ქონდა სხეულზე. მოძალადეს ნათელმირონობა აკავშირებს ბავშვის ოჯახთან. გვერდით ქუჩაზე ცხოვრობს. როგორც ვიცით, ადრეც ქონდა მცდელობა, მაგრამ ახლა გახმაურდა. მინდა, რომ დააკავონ და ასეთი ადამიანი არ ცხოვრობდეს ჩვენს უბანში", -აცხადებს ადგილობრივი.

მზრუნველობამოკლებულ მოზარდთა დღის ცენტრის დირექტორის თქმით, ინციდენტი სავარაუდოდ, ხუთი დღის წინ, ღამის საათებში მოხდა.

მისი თქმით, დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მოზარდთან მუშაობდნენ ფსიქოლოგები, მისი მდგომარეობა რთულია.

რაც შეეხება სავარაუდო მოძალადეს, დირექტორის ინფორმაციით, მასზე გამოწერილია შემაკავებელი ოქმი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა