|
  • EUR 1 = GEL 3.6402
  • USD 1 = GEL 3.0737
|

ხარაგაულის მერის პოსტისათვის, სავარაუდოდ, კობა ლურსმანაშივილი იბრძოლებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერობისთვის, შესაძლოა, მოქმედმა მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა იბრძოლოს.

ხარაგაული-ბაღდათის წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში აცხადებს, რომ ის მზად არის, გუნდის შეთავაზების შემთხვევაში, მერობის კანიდიდატი გახდეს, თუმცა განმარტავს, რომ ამ ეტაპზე გუნდში მსჯელობა არ ყოფილა.

ლურსმანაშვილის თქმით, კარგად იცის ხარაგაულის პრობლემები და აქტიურად მუშაობდა მათ გადასაჭრელად. კობა ლურსმანაშვილი გასულ წლებში უკვე იყო ხარაგაულის მერი, 2016 წელს საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა.

"ამ ეტაპზე მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ თუ გუნდი გადაწყვეს, მე მზად ვარ, ვიბრძოლო. ერთელ უკვე ვიყავი ხარაგაულის გამგებელი, კარგად ვიცნობ მუნიციპალიტეტს და აქტიურად ვაგვარებდი პრობლემებს. მე "ქართული ოცნების" გუნდის წევრი ვარ და თუ გადაწყვეტენ ჩემი კანიდატურა დაასახელონ, მე უარს არ ვიტყვი", - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

ხარაგაულში მერის პოსტი ვაკანტური რამდენიმე კვირის წინ გახდა, როცა არჩეულმა მერმა თანამადებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 45.45%
უარყოფითად - 46.97%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.58%
სულ - 66 ხმა