|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ხარაგაულის საფინანსო სამსახურის საქმიანობა საკრებულოს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა მოიწონა

 ხარაგაულის საკრებულოს წევრებმა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ გაწეეული საქმიანობის უარყოფითად შესასების მიზეზად საკრებულოსთან არაკოორდინირებული მუშაობა დაასახელეს.

"ხარაგაულში ფინანსური კუთხით პრობლემებია. კომისიას გააჩნია დასაბუთებული შენიშვნები, რომელიც აღნიშნული სამსახურის მიერ ბევრ შემთხვევაში უგულებელყოფილია,"-განაცხადა  სხდომაზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ვარლამ ჭიპაშვილმა.

დეპუტატების განცხადებით, მერიამ 2018 და 2019 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად სამშენებლო ორგანიზაციებს ავანსის სახით 2 მილიონ ლარზე მეტი თანხა უსარგებლოდ გადაურიცხა, აქედან მილიონ 127 ათასი ლარი მშენებელმა კომპანიებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, შეუსრულებელი სამუშაოების გამო უკან დაუბრუნეს. 

კენჭისყრაში სულ 26 დეპუტატი მონაწილეობდა. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს დადებითი შეფასება მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, ფრაქცია „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ ინგა მაღრაძემ მისცა. ხუთმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან  თავი შეიკავა. 

ავტორი: ნიუპრესი