|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადება"

 ხელისუფლებამ თავის პანიკურ შიშზე ხელი უნდა აიღოს და უნდა უზრუნველყოს  29 ნოემბრის მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადება - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიმ განაცხადა. 

 მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი დასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს. 

"ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი 29 ნოემბრის პროცესზე დასასწრებად, ის სასამართლო პროცესს დაესწრება. ამავდროულად, ჩვენ აქედანვე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ მიუთითონ შეკრებაზე, უაღრესად მშვიდობიან შეკრებაზე მოტივად მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში არგადაყვანასთან დაკავშირებით. მთელ მსოფლიოში გახმაურებული სასამართლო პროცესები, მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს აქციების, დემონსტრაციების ფონზე, მაგრამ ეს არ ზღუდავს არცერთ ბრალდებულს სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებისგან, მით უფრო, ეს შეკრება, წინასწარ ვაცხადებთ, როგორც ის შეკრებები, რომლებიც აქამდე გამართულა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, არის უაღრესად მშვიდობიანი. შესაბამისად, ხელისუფლებამ თავის შიშზე, თავის პანიკურ შიშზე ხელი უნდა აიღოს და უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადება“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

 მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი რაც გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი, დღეს ყველაზე სუსტადაა. 

 

ავტორი: ნიუპრესი