ძველით ახალი წლის ღამეს ქუთაისში პიროტექნიკით 2 ადამიანი დაშავდა
13 იანვრის საღამოს, ქუთაისში პიროტექნიკით დაზიანების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ქუთაისის ცენტრში აცხადებენ, ორივე პაციენტი ჰოსპიტალიზირებულია. დაშავებულებიდან ერთი 6 წლის ბავშვია.
ისინი მკურნალობის კურსს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადიან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?
კი - 86.96%
არა - 13.04%
არ ვიცი - 0%
სულ - 23 ხმა