|
  • EUR 1 = GEL 3.8415
  • USD 1 = GEL 3.2878
|

ზვიად შალამბერიძე და იოსებ ხახალეიშვილი ბაგა-ბაღების გაერთიანებაში დაქვემდებარებული ფილიალების თანამშრომლებს შეხვდნენ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ქუთაისის მერობის კანიდატი იოსებ ხახალეიშვილი ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში დაქვემდებარებული ფილიალების თანამშრომლებს შეხვდნენ.
 
სახელმწიფო რწმუნებულმა ბაგა-ბაღების წარმომადგენლებს მერობის კანდიდატი წარუდგინა, რომელმაც მათ საკუთარი ხედვები გააცნო.
 
"დარწმუნებული ვარ, თქვენი უმრავლესობა კარგად იცნობს ბატონ იოსებ ხახალეიშვილს და კიდევ უფრო მეტად გაიცნობთ მერად არჩევის შემთხვევაში, რადგან მას აქვს იმის პოტენციალი, რომ იყოს ქუთაისის ღირსეული მერი, აკეთოს საქმე, რომელიც ქალაქს და თითოეულ მოქალაქეს წაადგება და უკეთეს ცხოვრებას შესთავაზებს. მას აქვს ძალიან დიდი გეგმები, მიზნები, რომელსაც აუცილებლად განახორციელებს თქვენი მხარდაჭერით", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. 
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია. 
 
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ზრუნვა როგორც მომავალი თაობების სრულფასოვან განვითარებაზე, ასევე თითოეული თანამშრომლის კეთილდღეობაზე.
 
"ჩვენ თითოეულ თქვენგანთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მომავალი თაობების სრულფასოვან განვითარებაზე, ნიჭის აღმოჩენასა და ხელშეწყობაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ თითოეული თანამშრომლის კეთილდღეობაზე, რადგან სწორედ თქვენ დგახართ უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე -  მშობლები და სახელმწიფო გაბარებთ ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასს - ბავშვებს", - მიმართა იოსებ ხახალეიშვილმა ბაგა-ბაღების თანამშრომლებს.
 
დაგეგმილ არჩევნებთან ერთად საუბარი ეპიდემიოლოგიურ ვითარებასაც შეეხო და როგორც აღინიშნა, ყველაფერი კეთდება, რომ დაცული იყოს ბავშვების და აღმზრდელების ჯანმრთელობა და ამ მხრივ უსაფრთხოება.
 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40%
უარყოფითად - 50.48%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.52%
სულ - 105 ხმა