|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არ არსებობს საქართველო აფხაზეთის გარეშე და აფხაზეთი საქართველოს გარეშე - სალომე ზურაბიშვილი

23 მაისს აფხაზეთის დღე აღინიშნება.  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  "აფხაზეთის დღესთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ არ არსებობს საქართველო აფხაზეთის გარეშე და აფხაზეთი საქართველოს გარეშე.

მისი თქმით, აფხაზური ენა და კულტურა ჩვენს თვალწინ ქრება.

"დღეს აფხაზეთის დღეა.

დღეს ჩვენ ვხედავთ ბევრ მითს, მცდარ წარმოდგენებსა და გამორჩენილ ფაქტებს, რაც ექსკლუზიურად საბჭოთა იმპერიის ნამოქმედარია, რომელიც განხეთქილებისა და დაყოფის დასათესად მუშაობდა.

დღეს ჩვენ ვხედავთ მიმდინარე ოკუპაციის საშინელ შედეგებს: აფხაზური ენა და კულტურა ჩვენს თვალწინ ქრება!

თუმცა რეალობა ერთია: არ არსებობს საქართველო აფხაზეთის გარეშე და აფხაზეთი საქართველოს გარეშე!",- წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.96%
გაუარესდა - 47.83%
არ შეცვლილა - 15.22%
სულ - 46 ხმა