|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტომაგისრალზე ტრაილერების გატარებიდან მიღებული შემოსავალი გაორმაგდა

2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მიერ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 110%-ით გაიზარდა

კერძოდ,  გასულ 2 თვეში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 24 011 352 ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 11 447 085 ლარი იყო. 

ცნობისთვის, 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს.   მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.

ფასთან ერთად გაიზარდა სატვირთოთა რაოდენობაც, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს დერეფანი 68 604 სატვირთომ გადაკვეთა, მაშინ როცა 2022 წლის 2 თვეში დერეფანში 57 235 სატვირთომ გაიარა. შედეგად, წლიურად 19%-ით მეტმა სატრანზიტო ტრაილერებმა გაიარა საქართველოს დერეფანში.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი