|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს მე-12 კლასელებისათვის სასკოლო პროცესი დასრულდა

დღეს, 20 მაისს, საქართველოში არსებულ საჯარო სკოლებში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესი დასრულდა.

დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმასკოლის დასრულება მიულოცა.

მინისტრმა მე-12 კლასელებს წარმატებები, ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება უსურვა.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, დღეს თქვენთვის ბოლო ზარი ირეკება, ტოვებთ სკოლის კედლებს, სადაც გატარებული წლები თქვენთვის ყოველთვის დაუვიწყარ მოგონებად და შეუცვლელ გამოცდილებად დარჩება. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებებს გისურვებთ მომავლის გზაზე!

ხვალიდან თქვენს ცხოვრებაში მეტი შესაძლებლობებით, ახალი ურთიერთობებითა და თავგადასავლებით სავსე ეტაპი იწყება. დარწმუნებული ვარ, ცოდნის შეძენისა და მისი გაღრმავების სურვილი არასდროს გაგინელდებათ და თქვენი პროფესიონალიზმით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანთ.

გილოცავთ კიდევ ერთხელ და მთელი გულით გისურვებთ ბედნიერ და საინტერესო ცხოვრებას. გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ და გვეიმედებით. მჯერა, თქვენი სწავლითა და შრომით სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლით!“ - აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.96%
გაუარესდა - 47.83%
არ შეცვლილა - 15.22%
სულ - 46 ხმა