|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაგადგეს ირაკლი ღარიბაშვილი - თბილისში მასშტაბური აქცია მიმდინარეობს

გაგადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც შეასრულებს ევროკავშირის 12-ვე  რეკომენდაციას, - ამის შესახებ მოძრაობა „შინ ევროპისაკენ“ სახელით რუსთაველის წინ მიმდინარე აქციაზე შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერის გადადგომის მოთხოვნით საქართველოს რეგიონებს მოივლიან, 3 ივლისს კი მასშტაბურ აქციას კვლავ დედაქალაქში გამართავენ.

„იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას,  ჩევნ მოვალთ კიდევ უფრო მეტნი და ვანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

თბილისში რუსთაველზე გამზირზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერი  მაშტაბური აქცია მიმდინარეობს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.73%
გაუარესდა - 46.94%
არ შეცვლილა - 16.33%
სულ - 49 ხმა