|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში 132 მილიონი ლარის 1 200 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

იმერეთში 132 მილიონი ლარის 1 200 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, - ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

პროექტები სხვადასხვა სახელმწიფო ფონდების, პროგრამების და ევროკავშირის მიერ  ფინანსდება.  

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტების გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალიტეტები სხვადასხვა სახელმწიფო ფონდებისა და პროგრამების დაფინანსებით პროექტებს ახორციელებენ. 2022 წელს, იმერეთის მხარეში, 132 მილიონი ლარის 1200 პროექტია დაფინანსებული. ამ პროექტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მთის ფონდით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები შედის.

დღეს რამდენიმე მუნიციპალიტეტში სამუშაოები ადგილზე მოვინახულეთ. პროექტები მრავალფეროვანია და პრაქტიკულად, ინფრასტრუქტურის მთელ სპექტრს მოიცავს - საბავშვო ბაღების, სკოლების, გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის ჩათვლით,“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.96%
გაუარესდა - 47.83%
არ შეცვლილა - 15.22%
სულ - 46 ხმა