|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მისმა ქალიშვილმა მოინახულა

მიხეილ სააკაშვილი „ვივა მედში“ სოფო ნიჟარაძემ და მისმა ქალიშვილმა ელის-მარია სააკაშვილმა მოინახულა.

სოფო ნიჟარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრტელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ბედნიერია, რომ მას ბავშვის ნახვის შესაძლებლობა მიეცა. 

„მოვინახულეთ მიშა, ბოლოს ის ვნახეთ საქართველოში დაბრუნების წინ. მთელი ეს დრო ძალიან ენატრებოდა ბავშვი, ძალიან უნდოდა ნახვა.  

[ბავშვმა] აჩვენა  ყველაფერი, რამდენი რამე ისწავლა, როგორ მღერის,  როგორ ითვლის, ანბანს როგორ ამბობს.  ეფერა და ძალიან ბედნიერი იყო.

 პირადად ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამ პირობებში მისი ნახვა, მაგრამ მას ძალიან უნდოდა ჩვენი ნახვა. დიდი მადლობა ყველას, ვინც  ამის შესაძლებლობა მოგვცა. ძალიან მძიმე საყურებელი იყო, მაგრამ მთავარია, თვითონ იყო ბედნიერი.  7 თვეა არ უნახავს ბავშვი, მოეფერა და ძალიან ისიამოვნა,  ჩვენ ამით ძალიან ბედნიერები ვართ“, - თქვა სოფო ნიჟარაძემ.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.96%
გაუარესდა - 47.83%
არ შეცვლილა - 15.22%
სულ - 46 ხმა