|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ომის პირობებში ტვირთების ნაკადი 7-ჯერ გაიზარდა

 რაც ომი დაიწყო, საქართველოში ტვირთების ნაკადი 7-ჯერ გაიზარდა, აქედან გამომდინარე, გადაწყდა,  რომ მალფუჭებად პროდუქტს  მწვანე სტატუსი მიენიჭოს, რის შედეგად სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევს.

 როგორც ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია აცხადებს, მარტივად სავარაუდო იყო, რომ ტვირთნაკადი გაიზრდებოდა.

როცა დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, მოსალოდნელი და მარტივად სავარაუდო იყო, რომ გაიზრდებოდა ტვირთნაკადი ჩვენთან და პირველი, რაზეც შესაბამის სტრუქტურებს უნდა ემუშავათ, გამტარუნარიანობაა. ამას მოჰყვა სწორედ ჩემი განაწყენება, რომ ეს არ მოგვარდა. როცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა ჩაინიშნა, სხვა უწყებებიც ესწრებოდნენ და გაირკვა, რომ დღეში თურმე მაქსიმუმ 30-40 ტრაილერი გადის, რომელიც მალფუჭებადი პროდუქციითა დატვირთული. პრიორიტეტში მხოლოდ ლარსი არა, ყველა გამშვები პუნქტია, თუმცა პროდუქტის 90% ლარსიდან გადის. ბოლო გადაწყვეტილებით, ტვირთები, რომლებიც მალფუჭებად პროდუქტს გადაზიდავენ, ანუ დეკლარაციის ნომერი გამწვანებული ექნებათ, საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით მარტივად გაივლიან საბაჟომდე გზას. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ სამინისტროსთან და ფერმერებსაც, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აქვთ, მოვუწოდებ ან ჩვენ, ან უწყებას მიმართონ. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება სულ რამდენიმე კვირაში, რადგან უკვე დაიწყება ხილისა და ბოსტნეულის აქტიური ექსპორტი“, - განაცხადა ჭყონიამ.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია, ქვეყანამ გამტარუნარიანობის ზრდასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე იზრუნოს, სხვაგვარად გეოპოლიტიკური მდებარეობა მოცემულობად დარჩება.

,,პრობლემა ახლა გამძაფრდა, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე. ომის პირობებში ტვირთების ნაკადი პრაქტიკულად, 7-ჯერ არის გაზრდილი, არა მხოლოდ ტვირთების, ცარიელი სატვირთოებისაც. ჩვენი ინფრასტრუქტურა კი, თავისთავად არ იძლევა ამხელა გამტარუნარიანობის შესაძლებლობას.

ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, როცა ჩვენს ქვეყანას შეუძლია რეგიონში ლიდერად და ჰაბად ვიქცეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე. ამისთვის, ცხადია უმნიშვნელოვანესი იყო ღრმაწყლოვანი პორტი. აგრეთვე, რკინიგზა, რომელიც ძალიან კარგია, რომ როგორც იქნა, მოგებაზე გავიდა. უმნიშვნელოვანესია, რომ სარკინიგზო მიმართულებებს პრიორიტეტი მიეცეს, როცა ის სახელმწიფოს ხელშია. სხვანაირად, სიტყვები, რომ გვინდა ვიყოთ ჰაბი, დარჩება ჰაერში. იმიტომ რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები ამაზე უკვე აქტიურად მუშაობენ. მათ შორის, თურქეთის მხარე ძალიან ახლოს ბათუმთან საერთაშორისო აეროპორტს აშენებს, რაც დიდი დარტყმა და კონკურენცია იქნება ჩვენთვის - განაცხადა ივა ჭყონიამ. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.96%
გაუარესდა - 47.83%
არ შეცვლილა - 15.22%
სულ - 46 ხმა