|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარტია ,,ხალხისთვის’’ სახელმწიფოს საჯარო სკოლებში ბავშვთა კვების დაფინანსებას თხოვს

 ვთხოვთ სახელმწიფოს, რომ სრულად აიღოს თავის თავზე ბავშვთა კვება საჯარო სკოლებში, - ამის შესახებ  პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერმა ანა დოლიძემ  განაცხადა. მისი თქმით, განათლების სამინისტროს ინიციატივით მიმართეს, რომელიც  საჯარო სკოლებში ბავშვების კვების დაფინანსებას გულისხმობს.

დოლიძის განცხადებით, სახელმწიფომ ბავშვთა კვება საჯარო სკოლებში უნდა დააფინანსოს.

“დღეს, ჩვენ აქ ვართ ერთი მნიშვნელოვანი საკითხისთვის და ეს არის ბავშვთა შიმშილი და ბავშვთა კვება საჯარო სკოლებში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს კამპანია ამ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ბავშვთა კვება საჯარო სკოლებში. იცით, რომ ყველაზე სერიოზული საკითხი დღეს ქვეყანაში არის ბავშვთა შიმშილი. ყველა კვლევით, ნომერ პირველი თემა არის ფასების ზრდა, რამაც უფრო გაამძაფრა ბავშვთა კვების საკითხი.

რეგიონებში სიარულისას კარგად გამოჩნდა, რომ უმეტესობა ბავშვების ვერ ჭამს სკოლაში ან კვება უჯდებათ ძალიან დიდი თანხა, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც ეს საშუალება ისედაც არ აქვთ. ამიტომ ჩვენ გვაქვს კამპანია, რითაც ვთხოვთ სახელმწიფოს, რომ სრულად აიღოს თავის თავზე ბავშვთა კვება საჯარო სკოლებში", - განცხადა ანა დოლიძემ

ავტორი: ნიუპრესი