პიროტექნიკის შემოტანასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებით შესაძლოა აკრძალვები შემოვიდეს
პიროტექნიკის აკრძალვასთან დაკავშირებით დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა და არმაზ ახვლედიანმა საქართველოს პარლამენტში კანონპოექტი დააინიცირეს.
კანონპროექტი ითვალისწინებს პიროტექნიკის შემოტანის, ფლობის, რეალიზაციის, გამოყენების აკრძალვას. აკრძალვა არ ეხება F1 კატეგორიის პიროტექნიკისა, რომლის უსაფრთხოების მანძილია 1 მეტრი, ან ნაკლები და მისი გამოყენება შეიძლება დახურულ სივრცეში. სხვა კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში.
პროექტის დანმტკიცების შემთხვევაში, პიროტექნიკის უკანონო გამოყენებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან 000 და 5000 ლარით.
პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე იყო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პიროტენიკის ამკრძალავი რეგულაციების საფუძველზე, ისჯება სისხლის სამართლის წესით.
ცნობისთვის, 2023 წლის იანვარში სამედინიცო დაწესებულებას პიროტექნიკის გამოყენებით დაზარალებულმა 87-მა მოქალაქემ მიმართა, აქედან 18 წლამდე ასაკის იყო 19 პირი, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დადგა 41 შემთხვევაში.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 32.93%
გაუარესდა - 52.44%
არ შეცვლილა - 14.63%
სულ - 82 ხმა