|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების სია გადაუგზავნა

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების სია გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი - ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე  გიორგი კალანდარიშვილი და 20/20-ის დამფუძნებელი თენგიზ თევზაძე წარუდგინა.

ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილია - ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მიიღებს, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც აუცილებელი მხოლოდ 76 კანონმდებლის მხარდაჭერა იქნება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 37.21%
გაუარესდა - 46.51%
არ შეცვლილა - 16.28%
სულ - 43 ხმა