|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისსა და ზუგდიდში დევნილთა ოჯახებისთვის ბინების გადაცემის საკითხზე კომისია მუშაობს

ქუთაისსა და ზუგდიდში დევნილ ვეტერანთა ოჯახებისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამუკვე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, 120 ბინა ნაწილდება.

„დევნილი ვეტერანებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით სპეციალურ პროექტს ვახორციელებთ. ამ ეტაპზე კომისია 120 ბინის განაწილების საკითხს განიხილავს, საიდანაც 60 ზუგდიდში, 60 კი ქუთაისში მდებარეობს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ განსახლების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

კომისიის პირველ სხდომას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე ესწრებოდა. კომისია მუშაობას 2 კვირის ვადაში დაასრულებს, რის შემდგომაც იმ ოჯახების სია, რომლებსაც ბინები გადაეცემათ დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.73%
გაუარესდა - 46.94%
არ შეცვლილა - 16.33%
სულ - 49 ხმა