|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 60 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

ქუთაისში 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. გარდაცვლილი ადგილობრივია.
 
რა გახდა მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 
როგორც ადგილზე ამბობენ, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. ეჭვმიტანილი წარსულში ნასამართლევია და ციხიდან ახალი გამოსულია.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.73%
გაუარესდა - 46.94%
არ შეცვლილა - 16.33%
სულ - 49 ხმა