|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 7000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა

ქუთაისში 7000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. გაზმომარაგება გვიან ღამით ჭავჭავაძეზე, ბუხაიძესა და ჯავახიშვილის ქუჩებზე  შეწყდა.

მოსახლეობის თქმით, ზამთარში გათბობის სხვა საშუალება არ აქვთ და სიცივეში უწევთ ყოფნა. ისინი დახმარებას და ბუნებრივი აირის დროულ მიწოდებას მოითხოვენ.

 „სოკარგაზის“ ფილიალის მმართველის, თემურ ხვინგიას ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ავარიული შემთხვევა გახდა, რომელიც გაზის ტრანსპორტირების კომპანიას შეექმნა.

თემურ ხვინგიას ინფორმაციით, პრობლემა აღმოფხვრილია და გაზმომარაგება დღის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 37.21%
გაუარესდა - 46.51%
არ შეცვლილა - 16.28%
სულ - 43 ხმა