|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მერიის შპს "პარკინგსერვისის" თანამშრომელი სცემეს

ქუთაისში მერიის შპს "პარკინგსერვისის" თანამშრომელი სცემეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ვარლამიშვილის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა გამოწერილი ჯარიმა გააპროტესტა და შპს-ს თანამშრომელს თავს დაესხა.

მას დაზიანებები სახის არეში აქვს. ის კლინიკაში გადაიყვანეს.

პარკინგსერვისში აცხადენენ, რომ მათი თანამშრომელი პარკირენის ზონაში მუშაობდა და ჯარიმაც კანონზომიერად გამოიწერა, თუმცა რა მოხდა ადგილზე მათთვის უცნობია.

ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. დაწყებულია გამოძიება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 37.21%
გაუარესდა - 46.51%
არ შეცვლილა - 16.28%
სულ - 43 ხმა