ქუთაისში „ოფროუდ სპრინტის“ შეჯიბრი გაიმართა
ქუთაისში „ოფროუდ სპრინტის“ შეჯიბრი გაიმართა. ღონისძიება "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამა 2022“-ის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
„ოფროუდ სპრინტი“ ავტოქარხნის დასახლების ტერიტორიაზე, ყოფილი აეროპორტის მიმდებარედ მოეწყო. მასში საქართველოს, სომხეთის და თურქეთის 32 ეკიპაჟი მონაწილეობდა.
გათამაშდა 4 საპრიზო კატეგორია.
"საუკეთესო ეკიპაჟის" პრიზი ქუთაისელი ნიკოლოზ გუჩუასა და ზვიად დვალიშვილის ეკიპაჟს გადაეცა.
ღონისძიების მხარდამჭერი იყო ქუთაისის მერია, ორგანიზატორი - საქართველოს ოფროუდ ფედერაცია.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 37.21%
გაუარესდა - 46.51%
არ შეცვლილა - 16.28%
სულ - 43 ხმა