|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტს USAID-ის მისიის დირექტორი, ჯონ პენელი ეწვია

სამოქალაქო აქტივისტს, რომლის ჭიშკარზეც უცნობებმა შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს,  USAID-ის მისიის დირექტორი, ჯონ პენელი ეწვია. 
USAID-ის  მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  მისიის დირექტორი, ჯონ პენელი აკაკი საღინაძეს  ესტუმრა, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა USAID-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს აქტიური მოქალაქეებისადმი.
 
„მოხარული ვარ, რომ ჭიშკარი ახლა უკვე ევროკავშირის, საქართველოს და უკრაინის დროშებით არის მოხატული. სოლიდარობის ეს აქტი ხაზს უსვამს არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერეს, არამედ იმასაც, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით ვუჭერთ მხარს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობას ქვეყანაში.“ - განაცხადა ჯონ პენელმა.
 
 
 
ცნობისთვის,  წარწერები "აქ ცხოვრობს ნაც-ჯაშუში"  აკაკი საღინაძის ჭიშკარზე მას შემდეგ გააკეთეს, რაც მან უცხოელი აგენტების შესახებ რუსეთის მიერ ინსპირირებული კანონი გააპროტესტა.
ამის საწინააღმდეგოდ,  სამოქალაქო აქტივისტებმა ღობე საქართველოს საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით მოხატეს.
 
"აკაკის მეგობარი სამოქალაქო აქტივისტები, სოლიდარობის გამოსახატავად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდნენ ქუთაისში. ისინი ადრე, აკაკისთან ერთად მონაწილეობდნენ USAID-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ არაძალადობრივი აქტივიზმის ხელშეწყობის პროგრამაში. აკაკის ჭიშკარზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშებიც სწორედ მათ მოხატეს, და ამ გზით გადმოსცეს თავიანთი კოლექტიური ერთგულება საქართველოს ევროპული მომავლისადმი", - წერია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი