|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას გულისხმობს განვადებით მშენებლობისა და საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამები

განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამის ფარგლებში, მთავრობა სთავაზობს სამშენებლო სექტორს, მოიზიდონ გარანტირებული დაკვეთით დამატებითი ფინანსური რესურსი და ჩაერთონ პროგრამაში, რაც ხელს შეუწყობს ერთის მხრივ, დაგეგმილი პროექტების ვადაზე ადრე განხორციელებას და მეორეს მხრივ, ეკონომიკურ ზრდას.

განვადებით მშენებლობის მასშტაბური პროგრამა, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა და ქვეყანაში მიმდინარე ენერგეტიკული პროექტები  მთავრობის ადმინისტრაციაში განიხილეს.  

აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე სხვადასხვა უწყებების მიერ 2 მლრდ ლარის სამუშაოები განხორციელდება, მათ შორის, ევროპული სტანდარტების სკოლების მშენებლობა, პოლიციისა და ჯარისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, წყალმომარაგების პროექტები და ა.შ.

რაც შეეხება  საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამას,  ამ დროის მდგომარეობით, დაინტერესება  20 000-ზე მეტმა მსურველმა გამოხატა და მათ შესაბამისი ხელშეკრულებები უფორმდებათ. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 37.21%
გაუარესდა - 46.51%
არ შეცვლილა - 16.28%
სულ - 43 ხმა