|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელი საავტომობილო გზის 1 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, აღნიშნულ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამასთან, გაცნობებთ, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მათ შორის რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
 

ავტორი: ნიუპრესი