NewPress.ge RSS Feed https://new.newpress.ge/34078 იმერეთის რეგიონში თვითმმართველობის ინდექსი გაუმჯობესდა - პაატა კლდიაშვილი http://newpress.ge/uploads/all/gallery/adgilobrivebi/PAATA_1.jpg „საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის“ მიერ განხორციელებული პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. დღეს, 30 მარტს, ქუთაისში  „საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის“ მიერ განხორციელებული პროექტის „თვითმმართველობის ინდექსის გაუმჯობესება იმერეთის რეგიონში“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.  პროექტის მიზანი იყო იმერეთის მუნიციპალიტეტებში გაიზარდოს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შეფასებები, კერძოდ, იმერეთის არანაკლებ 10 მუნიციპალიტეტში მიღწეული იქნეს იგივე ან არანაკლებ 20%-ით ნაკლები შეფასება, ვიდრე აქვს იმავე კრიტერიუმში მაქსიმალური შეფასების მქონე მუნიციპალიტეტს იმერეთის რეგიონიდან. ამისთვის იმ კრიტერიუმებში, სადაც იმერეთის რეგიონის თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტს მაინც აქვს მაღალი შეფასება (80% და მეტი), მოხდა არსებული წარმატებული გამოცდილების გაზიარება სხვა მუნიციპალიტეტებისათვის. ხოლო, იქ სადაც  არცერთ მუნიციპალიტეტს რეგიონში არ აქვს მაღალი შეფასება, საეა-ს ექსპერტების მიერ შეთავაზებული იქნა საუკეთესო პრაქტიკა ადაპტირებული სახით და გაეწიათ ექსპერტული კონსულტაციები მათი დანერგვისათვის.  "დღეს შემაჯამებელ შეხვედრაზე  წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები, რომელიც განვახორციელეთ იმერეთის 10 მუნიციპალიტეტში. შედეგით ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითმმართველობის ინდექსის შეფასებები, რომლებიც მომავალში გაიმართება, იქნება გაცილებით უკეთესი, ვიდრე წინა შეფასება იყო. შედეგები ძირითადი, რაც მიღწეული იქნა ამ ეტაპზე, არის მუნიციპალიტეტებში ვებგვერდების ინფორმაციულობის ხარისხის ზრდა, საჯარო ინფორმაციის გამოყენების პრაქტიკის გაუმჯობესება, ასევე მთელი რიგი ახალი მიდგომების დანერგვა საჯარო ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით", - აცხადებს  საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია იმერეთის წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერი, პაატა კლდიაშვილი. შეხვედრას იმერეთის მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. https://new.newpress.ge/34075 "მოსწავლეებს სიყალბით ვუშვებთ ცხოვრების ასპარეზზე" http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/goshkheteliani.jpg ქუთაისელმა მასწავლებელმა დიმიტრი გოშხეთელიანმა განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართა ქუთაისელმა მათემატიკის მასწავლებელმა დიმიტრი გოშხეთელიანმა  განათლების სისტემაში ცვლილებების საჭიროებაზე  განათლების მინისტრს  ღია წერილით მიმართა.   თემის აქტუალობიდან გამომდინარე, განათლების აკადემიური დოქტორის, დიმიტრი გოშხეთელიანის წერილს უცვლელად გთავაზობთ. "საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს განათლების აკადემიური დოქტორის, დიმიტრი გოშხეთელიანის მიმართვა:  საქართველოს სკოლებში მათემატიკის სწავლების (ფაქტობრივად, არსწავლების) მდგომარეობის გამო, როგორც განათლების დარგის მუშაკი და გულშემატკივარი, იძულებული ვარ,  წერილით მოგმართოთ და შემოგთავაზოთ ჩემეული ხედვა არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად. თავდაპირველად, ორიოდე სიტყვით, ვისაუბროთ სკოლებში დღეს არსებულ ვითარებაზე:   სამწუხაროდ, დღეს სკოლებში გვაქვს არასწორი სტანდარტი: პროგრამები, რომლებშიც დარღვეულია საკითხთა  თანმიმდევრობა; სახელმძღვანელოები მოსწავლეთათვის ძნელად გასაგებ ენაზეა დაწერილი,  რთული  და მარტივი საკითხები (მაგალითები) ერთმანეთშია აღრეული; თეორიული მასალა არათანმიმდევრულად და სტილურად გაუმართავი ენით არის გადმოცემული. ამას ემატება მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის არათანმიმდევრული ბმა (ვგულისხმობთ, პროგრამის მიხედვით, ფიზიკას სჭირდება მათემატიკის იმ საკითხების ცოდნა, რომლებიც ჯერ მათემატიკაში არ გაუვლიათ და ა.შ).  ხშირად, საშინაო დავალებების მიცემისას, დარღვეულია დოზირება: მოსწავლეს საშინაო დავალებად ეძლევათ უზომოდ დიდი რაოდენობის ( 30-50 და მეტი)  ამოცანა თუ მაგალითი! იმის ნაცვლად, რომ მოსწავლე სკოლის შემდეგ დაკავდეს სპორტით, ხელოვნებით, მხატვრული ლიტერატურის კითხვით, კლასგარეშე  აქტივობებით, დაკავებულია მისთვის გაუგებარი, არაფრისმომცემი დავალებების ცრუ მომზადებით (ვგულისხმობთ  რეპეტიტორების მიერ ან მათი დახმარებით შესრულებული დავალებების გადაწერას). ამის გამო თავიდან ბოლომდე ყალბია საშინაო დავალებაც, საკონტროლო წერაცა და შემაჯამებელი წერაც!   აქედან გამომდინარე –სემესტრული ნიშანიც! მოსწავლეთა ატესტატი. წარმოიდგინეთ ანეგდოტური სიტუაციაა, მე-12 კლასის მოსწავლეები სკოლებში არ დადიან (ეს ტენდეცია უკვე შეინიშნება მე-10 და განსაკუთრებით მე-11 კლასებშიც) და უფორმდებათ ნიშნები, საკონტროლო თუ შემაჯამებელი წერები და ამ სიყალბეზე დაყრდნობით ღებულობენ ატესტატს, მასწავლებლები კი არჩატარებულ გაკვეთილებში ხელფასს. მაშასადამე, სკოლის კურსდამთავრებულ მოსწავლეებს სიყალბით ვუშვებთ ცხოვრების ასპარეზზე. აუცილებელია ეს კანონით დარეგულირდეს, რასაც ქვემოთ მოგახსენებთ.  ამ  მიზეზთა გამო, მოსწავლეთა მოტივაციაც დაბალია და, შესაბამისად, შედეგიც კატასტროფული გვაქვს! ეს პროცესი კი კიდევ უფრო შედის სიყალბეში, ქაოსში. აღნიშნულის შესახებ არაერთხელ მივმართე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; რამდენჯერმე გამოვედი ტელეეთერით, რამდენჯერმე გავაკეთე Facebook ჩართვა, სადაც რამოდენიმე ასეული მასწავლებელი ესწრებოდნენ.  საუბედუროდ,  დღეს ამ ვითარებაზე ღიად იშვიათად საუბრობენ, რაც დანაშაულად მიმაჩნია!  ნათელია, რომ მეთოდურად და შინაარსობრივად გაუმართავი წიგნები, ცრუ, ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის საფუძვლებს მოკლებული სწავლება და, ნებით თუ უნებლიეd, პედაგოგების მიერ ბავშვებში  დამოუკიდებელი აზროვნების ჩაკვლა გახლავთ მიზეზი ჩვენი მოსწავლეების განათლების დაბალი დონისა.      ცალკე მსჯელობის საგნად უნდა იქცეს პედაგოგთა კადრები! წიგნების ავტორებისაგან ხშირად კეთდება აქცენტი იმაზე, რომ მასწავლებლები  არიან სუსტნი და ვერ გებულობენ მათ მიერ „ბრძნულად“ შედგენილ  სახელმძღვანელოებს. მოგეხსენებათ,რომ მასწავლებელთა ნაწილი ადრეც სუსტი იყო, ახლაც სუსტია და მომავალშიც სუსტი იქნება. შეუძლებელია, ყველა სკოლაში მაღალი დონის პედაგოგი შევიყვანოთ.  ასევე, მიუღებელია მასწავლებელთა კრედიტქულებზე, მენტორობასა და წამყვანობაზე ორიენტირება.  ნაკლებად შედეგიანი ტრენინგებით პედაგოგთა უზომოდ დატვირთვა მაშინ,  როცა სასკოლო განათლება მოშლილია! ფაქტობრივად, არ არსებობს!          ბავშვი ვერ იგებს სახელმძღვანელოს შინაარსს მასწავლებლის დახმარებითაც კი. მასწავლებლები თავადაც ვერ გაერკვნენ, რა ასწავლონ, რა დოზით და რა თანმიმდევრობით. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ არაერთმა მასწავლებელმა უკვე დაამთავრა გრიფირებული წიგნით  მთელი სასწავლო წლის  პროგრამა. ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ, არ არის იშვიათი.  არაერთი მასწავლებელი (როდესაც შევეკითხე თუ რა წიგნით, რა მეთოდით ასწავლიდა და რა დოზით აძლევდა დავალებებს ბავშვებს)  სიამაყით მპასუხობდა, რომ მათ თავიანთი სწავლების მეთოდები აქვთ.  უკვე გაიარეს  5-6 წიგნი და არაერთ საკითხს, რომელსაც 15-20 საათი უნდა ჰქონდეს დათმობილი (მაგალითად, წილადების შეკრება-გამოკლება), გადიან 3-4 საათში. გამომდინარე აქედან, შეინიშნება არამხოლოდ მე-7, მე-8 და ზედა კლასელების კატასტროფული ჩამორჩენა, არამედ დაწყებითი კლასების კატასტროფული ჩამორჩენაც. აქვე მინდა გაცნობოთ, რომ გრიფირებული მათემატიკის წიგნები სრულიად გაუმართავი, დაულაგებელი, მოსწავლისათვის  (მასწავლებლისთვისაც) გაუგებარი ენითაა დაწერილი და მეთოდურად უსუსურია შეტანილია ისეთი საკითხები, რომელსაც არ ითვალისწინებს პროგრამა და ვერ გაიგებს აღნიშნული კლასის მოსწავლე (მაგ. მე-4 კლასის ბუნების წიგნში შეტანილია სიმკვრივე).  რამდენიმე წლის წინ აკადემიკოსმა ხვედრი ინასარიძემ მიწერა მაშინდელ განათლების მინისტრს (თავის ყოფილ სტუდენტს), რომ დიმიტრი გოშხეთელიანს აქვს სწორი ხედვა სასკოლო პრობლემების შესახებ და სთხოვა, შეხვედრა დაენიშნა ჩემთვის. რაც სამწუხაროდ, არ შედგა. ამავე დროს ასევე არაერთი წერილი გაუგზავნა ცნობილმა მეცნიერმა ომარ ძაგნიძემ განათლების მინისტრს  იგივე თხოვნით. სამწუხაროდ ყველგან დუმილი.  მოდით, დღევანდელი მოცემულობით, შევადგინოთ მოსწავლის ყოველდღიური გრაფიკი:  არაეფექტური სკოლა - 7 საათი; არაფრისმომცემი დავალებები - მინიმუმ 5 საათი; რეპეტიტორი - 3 საათი; სპორტი - 2 საათი; ტრანსპორტი, გადაადგილების დრო - 1 საათი; კვება და ჰიგიენა - მიმიმუმ 1 საათი; დასვენების დრო - 1 საათი; ძილი - მაქსიმუმ 4 საათი !!!             განა ეს ნორმალურია?!   ვწუხვარ,რომ მეტად მძიმე სურათი წარმოგიდგინეთ, მაგრამ  ეს გახლავთ  ის რეალობა, რამაც სავალალო  შედეგამდე მიგვიყვანა! ახლა წაყრუება, თვალის დახუჭვა, დანაშაულია!  განათლების დარგის მუშაკები უნდა გავერთიანდეთ, სასწრაფოდ უნდა გავატაროთ მიზნობრივი, ქმედითი ღონისძიებები არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად! როგორც განათლების დარგის დიდ გულშემატკივარს, ხშირად მიფიქრია შექმნილ ვითარებაზე. კრიტიკა იოლია, გამოსავლის პოვნა კი - ძნელი!  მაშ, როგორ დავძლიოთ არსებული დაბრკოლებები მოსწავლეთა სასარგებლოდ? არსებული ვითარების გამოსასწორებლად დიდი სურვილისა და მონდომების გათვალისწინებით მინიმუმ 6-7 წელია საჭირო. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი მოსწავლე დამახინჯდება, ვერ შეიძენს მისთვის საჭირო ცოდნას. ვიყოთ რეალისტები, არსებულ ვითარებაში სკოლებში განათლების მიღების პირობები კარგა ხანს არ იქნება.  გამოსავალი ასე მესახება:  გამოსავალი ასე მესახება: შევქმნათ ისეთი სახელმძღვანელოები, რომლებშიც საპროგრამო მასალა გასაგები ენით იქნება გადმოცემული როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეებისთვისაც;  I - VI კლასებში უნდა აღვადგინოთ არითმეტიკის სწავლება. ასევე, დავალება უნდა იყოს მცირე მოცულობისა და გასაგები; VII - IX კლასის პროგრამა უნდა გამარტივდეს, არაერთი საკითხი უნდა გადავიტანოთ შესასწავლად მე-10-მე-12 კლასებში.  მათემატიკის პროგრამა უნდა შემცირდეს, მინიმუმ, 20%-ით. აუცილებელია მათემატიკა VII - IX  კლასებში გაიყოს ორ ნაწილად, ალგებრად და გეომეტრიად; აუცილებელია კანონით განისაზღვროს და დაიშვას ყველა კლასში ალტერნატული სახელმძღვანელოების გამოყენება. ატესტატი უნდა გაიცეს არა სკოლის ყალბი ნიშნების , არამედ ეროვნული გამოცდების საფუძველზე. ეროვნული გამოცდები თითოეული მიმართულებით უნდა განისაზღვროს 4-6 გამოცდით. ზღვარი კი ქულათა 45%-ით. მაგალითად, მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალობის მიმართულებით აუცილებლად უნდა იყოს ფიზიკის გამოცდა, ხოლო მათემატიკა პირველი (რთული) დონით. სამედიცინო მიმართულებით კი - ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა და მათემატიკა მეორე (საშუალო) დონით. დაწყებითი განათლების სპეციალობით მათემატიკა მესამე დონით (მე-5, მე-6 კლასის მათემატიკას დამატებული მე-7 და მე-8 კლასის ზოგიერთი საკითხი). აუცილებელია კანონით განისაზღვროს და დაინერგოს საოჯახო და ინტერნეტ (დისტანციური) სწავლება. მოსწავლეს მიეცეს უფლება, სურვილის შემთხვევაში მე-10 კლასიდან გავიდეს სკოლიდან და განათლება მიიღოს დამოუკიდებლად - კერძო მასწავლებლით, ონლაინ თუ ინტერნეტ გაკვეთილებით. დღესდღეობით, არაფორმალურად ეს დამკვიდრებულია მე-12 კლასში, ხოლო აღნიშნული ტენდენცია, სამწუხაროდ, უკვე მე-11 და მე-10 კლასებშიც შეინიშნება. ამის გადამოწმება ადვილი საქმეა. აღნიშნულზე თვალის დახუჭვა დანაშაულის წახალისება და მოსწავლის ფსიქიკის დანგრევაა.  ეს უნდა დაკანონდეს, თუ მოსწავლეს ამის სურვილი ექნება, რაც აბსოლუტურად შესაბამისობაშია სამართლიანობასთან. ნებისმიერმა მოსწავლემ, რომელმაც მიიღო დამოუკიდებელი თუ სასკოლო განათლება, სურვილის შემთხვევაში აბარებენ ეროვნულ გამოცდებს, რომლის კომპეტენციის დადასტურებით ღებულობენ ატესტატს. ეროვნული გამოცდების გარეშე ატესტატი არ უნდა გაიცეს (სწორედ ეს დატვირთვა უნდა ქონდეს ეროვნულ გამოცდებს, დღევანდელიდან განსხვავებით). დღესდღეობით ატესტატს გასცემს იუსტიციის სახლი სკოლის წარდგენის საფუძველზე, რაც რბილად რომ ვთქავათ არასწორია, რადგან შეიცავს კრიმინალურ ელემენტებს - სკოლა წარადგენს იმ მოსწავლეებს, რომელთა შეფასებაც ყალბია. ის, ვინც ეროვნულ გამოცდებზე დაადასტურებს კომპეტენციას და აიღებს ატესტატს, სურვილის შემთხვევაში შეძლებს გააგრძელოს სწავლა უნივესიტეტებში შემდეგნაირად: წარადგენს ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ საატესტატო საგამოცდო ქულებს. კონკურსის წესით, ქულათა მიხედვით ჩაირიცხება შესაბამის უნივერსიტეტებში.   მთელი პასუხისმგებლობით, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ აღნიშნული საოჯახო და ინტერნეტ-სწავლება საფუძვლიან განათლებას მისცემს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ არაერთ მოსწავლეს, ხელმოკლე ოჯახებს დაუზოგავს ფინანსებს,  დაიზოგება სახელმწიფო  ბიუჯეტიც. ამ ღონისძიებებით მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მოსწავლეების თავისუფალ, სამართლიან და მათთვის სასარგებლო არჩევანს - გააგრძელონ საფუძვლიანი და მისაღები განათლება სკოლაში თუ სკოლის გარეშე. პატივისცემით,  განათლების აკადემიური დოქტორი დიმიტრი გოშხეთელიანი", - წერს გოშხეთელიანი.  https://new.newpress.ge/34074 სამოდელო სააგენტო „კატრინი“ გოგონების კასტინგს აცხადებს http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90.jpg შერჩევაში მონაწილეობის მიღება 5 -დან 25 წლამდე გოგონებს შეუძლიათ. მაისის თვეში ბრენდი ,,ანასტასია’’ -ს ჩვენება გაიმართება.  სამოდელო სააგენტო „კატრინი“ აცხადებს ქასთინგს 5 წლიდან 25 წლის ჩათვლით გოგონებისათვის.  მსურველებს შეგიძლიათ მობრძანდეთ 1-ელ აპრილს, 17:00 საათზე. მისამართი: თ. ნადარეიშვილის N8.  მონაწილეობა უფასოა,  იჩქარეთ!   წინ ბევრი საინტერესო პროექტი გელოდებათ!   https://new.newpress.ge/34073 სამოდელო სააგენტო ,,კატრინის’’ მოდელები საერთაშორისო ფესტივალზე გამოვლენ http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98.jpg საბავშვო საერთაშორისო ფესტივალი თურქეთში მაისის ბოლოს დაიწყება.  საერთაშორისო სამოდელო და ტალანტის ფესტივალზე Future Fashion Faces World Kid's რომელიც გაიმართება თურქეთში 27 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ სამოდელო სააგენტო ,,კატრინის’’ მოდელები კონკურსანტები:  ლიზი ინასარიძე,  ბარბარე ქარაია,  ნინი გულორდავა.    სპეციალურ სტუმრად მიწვეულნი არიან სხვადასხვა საერთაშორისო სამოდელო კონკურსის გამარჯვებულები, წარმატებული მოდელები, რომლებიც აქტიურად ღებულობენ მონაწილეობას პარიზის, მილანის, მონაკოს, კანის და ა.შ. მოდის კვირეულებში:  ანასტასია ბაკურაძე,  მარიამ ბერძენიშვილი,  ნუცა გრიგალაშვილი.      ერთი კვირის განმავლობაში დაგეგმილია სხვადახვა ტური და აქტივობა: ნაციონალური სამოსის ტური ფოტოსესია სატელევიზიო გადაღება მეგობრობის საღამო Fashion Show - სადაც სხვადასვა ქვეყნის დიზაინერები მიიღებენ მონაწილეობას. მიწვეული არის ბრენდი ,,Anastasia “ შედვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ტალანტ შოუ გამწვანების აქცია ექსკურსია საქველმოქმედო საღამო ფინალი ( სადაც ფინალში გადასული ყველა მონაწილე დაჯილდოვდება ნომინაციით, გვირგვინით, სამახსოვრო საჩუქრით და ფულადი პრიზით) „ჩვენ 10 წელია ვთანამშრომლობთ ამ პროექტთან და ღირსეულად წარვადგენთ საქართველოს“, - აცხადებს  ფესტივალის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, ეროვნული დირექტორი და საერთაშორისო ჟიურის წევრი ეკა მგალობლიშვილი.                        https://new.newpress.ge/34072 ქართველი მოჭადრაკე მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონი გახდა http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98.jpg ქართველმა ქალმა მეორედ მოიპოვა ევროპის საუკეთესო მოჭადრაკის წოდება. ქართველი მოჭადრაკე მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონი გახდა,  ევროპული ჭადრაკის ისტორიაში მეორედ მოიპოვა ქართველმა ქალმა ევროპის საუკეთესო მოჭადრაკის წოდება. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, არაბიძემ, 11-იდან 8,5 ქულა დააგროვა, მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა, მარცხის გარეშე განვლო ჩემპიონატი და დამაჯერებლად მოიპოვა ჩემპიონობა. აღსანიშნავია, რომ მერი მსოფლიოს 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია, საჭადრაკო ოლიმპიადის და ევროპის გუნდური ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი!  ევროპის ჩემპიონატზე ლიდერებს შორის იყვნენ ასევე ქაერთველი მოჭადრაკეები, სალომე მელია და ლელა ჯავახიშვილი.     https://new.newpress.ge/34061 ქუთაისიდან 50 ბავშვი საფრანგეთში გაემგზავრა - გამოფენა ხვალ პარიზში გაიმართება http://newpress.ge/uploads/all/2021%20ivnisidan/_22.jpg პარიზში ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები გამოიფინება. პარიზში ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის გამოფენა გაიმართება, მასში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში ქუთაისიდან 50 ბავშვი უკვე გაემგზავრა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ავრცელებს.    "საქართველოს საელჩო საფრანგეთში აქვეყნებს ამბავს გამოფენის შესახებ, რომელშიც ქართველი ბავშვები და ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას. დიახ,  ეს ჩვენ ვართ, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი. ჩვენი მხატვრები ხვალ,  პარიზში გამოფენას ხსნიან. სწორედ ამიტომ ამ წუთებში ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის 50 მოსწავლე და მასწავლებელი პარიზში მივემგზავრებით", - წერს ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში. „მეხსიერების გავლით“ - ასე ქვია გამოფენას, რომელიც  კვირას, 26 მარტს 16:00 საათზე გაიმართება. მასზე  წარმოდგენილი იქნება ქუთაისელი მოსწავლეების  როგორც ფერწერული, ისე ქართული კალიგრაფიით შესრულებული ნამუშევრები. https://new.newpress.ge/34058 „თიბისისთან" პარტნიორობით კომპანია „გროსვატმა“ საქართველოში უკვე მზის 3 ელექტროსადგური გამართა http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1.jpg მწვანე ენერგიის მიღებისა და გაცემის ახალ მეთოდზე კომპანიის დირექტორმა, ირაკლი ნიორაძემ ისაუბრა. კომპანია „გროსვატმა“, „თიბისის“ მხარდაჭერით, მზის პანელებზე მომუშავე ელექტროსადგურები გამართა და კომპანიებისთვის და კერძო პირებისთვის სადგურის იჯარით გაცემა დაიწყო. „გროსტავის“ ინფორმაციით, მწვანე ენერგიის მიღებისა და გაცემის ახალ მეთოდზე კომპანიის დირექტორმა, ირაკლი ნიორაძემ ისაუბრა. როგორც ირაკლი ნიორაძემ აღნიშნა, ეკოლოგიურმა მიმართულებამ და ენერგიის 8%-იანმა დანაზოგმა ელექტროსადგურების ეს მოდელი - შეღავათიანი ენერგიის მიწოდება - პოპულარული და მოთხოვნადი გახადა. მისივე თქმით, 2023 წელს მესამე ელექტროსადგური დამონტაჟდა. „ვიდრე საკუთარი მზის ელექტროსადგურების აგებას დავიწყებდით, „გროსვატის“ საქმიანობა კომპანიებისთვის მზის პანელების დამონტაჟება იყო. მწვანე ენერგია მთელ მსოფლიოში სულ უფრო ტრენდული და მოთხოვნადი პროდუქტია, ამიტომ ამ მიმართულებით გამოცდილების დაგროვების პარალელურად, გადავწყვიტეთ, თავად აგვეშენებინა მზის ელექტროსადგური, რომლითაც საკუთარი საწარმოსთვის გამოვიმუშავებდით ენერგიას. მხარდაჭერისთვის მივმართეთ თიბისის, რომლის დახმარებითაც, 2019 წელს, საკუთარი საწარმოს სახურავზე პირველი, სატესტო ელექტროსადგური დავამონტაჟეთ. ეს იყო 25 კილოვატი დადგმული სიმძლავრის მზის ელექტრო სადგური, რომელიც ყოველწლიურად 35000 კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს. პროექტმა გაამართლა და გადავწყვიტეთ აგვეშენებინა სხვა, უფრო მასიური სადგურიც, რომლებსაც იჯარით შევთავაზებდით დიდ თუ მცირე კომპანიებს და ასევე ფიზიკურ პირებს. 2021 წელს, სოფელ უჯარმაში შევიძინეთ მიწა, რომელზეც გავმართეთ უკვე 300 კვტ-იანი, ანუ პირველთან შედარებით 12-ჯერ დიდი სადგური, პარალელურად კი მოვიზიდეთ კომპანიები, რომლებიც დაინტერესდნენ ერთი მხრივ, ჩვენ მიერ შეთავაზებული შეღავათიანი ენერგიით, მეორე მხრივ, წარმოებისთვის ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ენერგიის გამოყენებით. ეკოლოგიურმა მიმართულებამ და 8%-იანმა დანაზოგმა ჩვენი მოდელი - შეღავათიანი ენერგიის მიწოდება - პოპულარული და მოთხოვნადი გახადა, ამიტომ 2023 წელს უკვე მესამე ელექტროსადგური დავამონტაჟეთ. თიბისის დახმარებით ამ მიმართულების კიდევ უფრო გაფართოებასაც ვგეგმავთ. კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებიც ჩვენგან მზის ელექტროსადგურს იჯარით იღებენ, 2 მთავარი ბენეფიტი აქვთ: მიიღონ რეალური შეღავათი ელექტროენერგიაზე, 8%-იანი დანაზოგით და საკუთარი ბიზნესი ეკობიზნესად აქციონ, რითაც, ერთი მხრივ, გარემოს დაიცავენ, მეორე მხრივ კი საკუთარ კომპანიას გააპიარებენ“, - განაცხადა ირაკლი ნიორაძემ. https://new.newpress.ge/34054 ფართოდ გავრცელებული გართულებები ორსულობის დროს http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90.jpg   ორსულობების უმეტესობა სასიკეთო გამოსავლით მთავრდება, თუმცა გართულებებმა შესაძლოა თავი იჩინონ როგორც უშუალოდ ორსულობის დროს, ასევე მშობიარობისას. გართულების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა ამცირებს რისკებს როგორც დედისთვის, ისევე ნაყოფისთვის.   იმისათვის რათა თავიდან იყოს აცილებული შესაძლო გართულებები, აუცილებელია დაორსულება მოხდეს გეგმიურად და თქვენს ექიმს აცნობოთ ყველანაირი ფონური დაავადებების შესახებ. ასეთი დაავადებებია:   დიაბეტი; სიმსივნე; მაღალი არტერიული წნევა; სქესობრივად გადამდები ინფექციები; თირკმლის დაავადებები; ეპილეფსია; ანემია.   ფაქტორები, რომლებიც ზრდიან გართულებების რისკს შემდეგნაირია:   ორსულობა 21 წლამდე ან 35 წლის ზევით; ისეთი კვების დარღვევები, როგორიცაა ანორექსია; თამბაქოს, ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება; აბორტების არსებობა წარსულში; ორსულობა ორზე მეტი ნაყოფით.   ხშირად რთულია ორსულობის ნორმალური და საგანგაშო სიმპტომების ერთმანეთისგან დიფერენცირება, რადგან ისინი სწრაფად განიცდიან უკუგანვითარებას. მნიშვნელოვანია სიმპტომების აღმოჩენისთანავე დაუკავშირდით თქვენს სპეციალისტს, რადგან ხშირად მარტივი მკურნალობით შესაძლებელია მოხდეს მათი კუპირება.   ხშირი გართულებები ორსულობის დროს შემდეგნაირია:   პრეეკლამფსია - მას ასევე უწოდებენ ტოქსიკემიას. ის ძირითადად დგება ორსულობის მე-20-ე კვირიდან და ხასიათდება მაღალი არტერიული წნევით და თირკმლის უკმარისობით. მისი უკუგანვითარების ერთადერთ მეთოდს მშობიარობა წარმოადგენს; ნაადრევი მშობიარობა - შეიძლება გამოწვეული იყოს უამრავი მიზეზით, თუმცა არსებობს მედიკამენტები მის შესაჩერებლად, რათა ნაყოფმა შეძლოს განვითარების დასრულება; ანემია - ორსულობის ხშირი თანმდევი პროცესია, რომელიც გამოიხატება სისუსტეში, დაღლილობაში და სიფერმკრთალეში. რკინის და ფოლიუმის მჟავის დანამატების მიღებამ შესაძლოა გააუმჯობესონ მდგომარეობა; ინფექცია - შესაძლოა საზიანო იყოს როგორც დედისთვის, ისევე ნაყოფისთვის. ისეთი ინფექციები როგორიცაა ციტომეგალოვირუსი, B ჯფუფის სტრეპტოკოკი, ტოქსოპლაზმა, ზიკა ვირუსი ასევე იწვევენ თანდაყოლილ ანომალიებს; სისხლდენა - ორსულობის ხშირი გართულებაა, რომელიც რიგ შემთხვევებში ნორმად მიიჩნევა. აუცილებელია სპეციალისტის დაკვირვება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნაადრევი მშობიარობა; ექტოპიური ორსულობა - გულისხმობს განაყოფიერებას საშვილოსნოს გარეთ. ხშირად ამ ტიპის ორსულობების დადგენა ხდება მხოლოდ ორგანოს გახეთქვის შემდგომ, თუკი არ მოხდა მისი შემთხვევით აღმოჩენა, რადგან საშვილოსნო მენსტრუირებს და ორსულობაზე ეჭვის მიტანა არ ხდება. ხშირად ამ დროს საკვერცხეების ტკივილი სხვა პრობლემის სიმპტომად აღიქმევა ხოლმე; ნაყოფის არასწორი განლაგება - სტატისტიკურად ორსულობების 4%-ში გვხვდება. ხშირ შემთხვევაში ის საკეისრო კვეთის ჩვენება ხდება; პლაცენტა პრევია (იგივე პლაცენტის წინამდებარაობა) - მდგომარეობა როდესაც პლაცენტის მიმაგრება ხდება საშვილოსნოს ყელზე, რაც ბუნებრივი მშობიარობის წინააღმდეგჩვენებად მიიჩნევა მოსალოდნელი სისხლდენის გამო.   მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ როდის უნდა მივმართოთ ექიმს, რათა თავიდან ავირიდოთ სერიოზული გართულებები. დაუყოვნებლივ დაეკონტაქტეთ ექიმს, თუ აღინიშნება:   სისხლდენა საშოდან; ხელების ან სახის უეცარი შეშუპება; მუცლის ტკივილი; ძლიერი თავის ტკივილი; მხედველობის დაბინდვა; ცხელება; განუწყვეტელი პირღებინება.   იმისათვის, რომ შეძლოთ სპეციალისტთან დროული დაკავშირდება, დაიხმარეთ REDMED-ის პლატფორმა, რომელიც ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას.   https://new.newpress.ge/34053 ქვემო ქართლში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს http://newpress.ge/uploads/all/EKONOMIKA/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90.jpg სამუშაოებს ადგილობრივი ზხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მინისტრის მოადგილე გაეცნო. ქვემო ქართლის რეგიონში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. გარდაბნის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, მოსახლეობის პრიორიტეტებზე გათვლილი პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.   პროექტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საგზაო ინფრასტრუქტურა. მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს 6 კილომეტრამდე შიდა სასოფლო და საუბნო გზების კეთიმოწყობა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელები.     https://new.newpress.ge/34055 რა უნდა ვიცოდეთ ალერგიის შესახებ? http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90.jpg ალერგიათა უმეტესობა არ ექვემდებარება სრულ განკურნებას, თუმცა ექვემდებარება მედიკამენტოზურ თერაპიას. გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად უამრავი ადამიანი ემზადება დისკომფორტისთვის, რომელიც სეზონურ ალერგიას ახლავს თან. მსოფლიოს მასშტაბით ალერგიით დაავადებული ადამიანების რაოდენობა 10-40% აღწევს.   ალერგია ორგანიზმის სისტემურ რეაქციას წარმოადგენს და ის ვითარდება მისთვის უცხო სუბსტანციასთან კონტაქტის დროს. ორგანიზმისთვის ჩვენს გარშემო არსებული უამრავი ნივთიერება შეიძლება ჩაითვალოს უცხო სხეულად, ასეთია მაგალითად მტვერი, ფუტკრის ნესტარი, ცხოველის ბეწვი, მედიკამენტები, სხვადასხვა  საკვები ნივთიერებები და ა.შ.   ალერგიათა უმეტესობა არ ექვემდებარება სრულ განკურნებას, თუმცა ექვემდებარება მედიკამენტოზურ თერაპიას, რის გამოც გვიწევს მათთან ერთად ცხოვრება ან ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც შეგვეძლება უცხო სხეულთან კონტაქტისგან თავის არიდება.   ალერგიის გამოვლენის სიძლიერე დამოკიდებულია სუბსტანციის დოზასა და გამოვლენის გზაზე. ის შესაძლოა გამოვლინდეს სასუნთქი, კანის ან საჭმლის-მომნელებელი გზების მეშვეობით. ალერგიის სიმძიმე ინდივიდუალურია და ვარირებს უბრალო ცემინებიდან ანაფილაქსიურ შოკამდე  – გადაუდებელი მდგომარეობა, როდესაც ხდება სასუნთქი გზების შეშუპება მის სრულ დახშობამდე.   არსებობს ალერგიის სხვადასხვა სიმპტომები მათი ტიპების მიხედვით, ესენია:   მწერის ნაკბენი – რომელიც ხშირად ფუტკრის ნაკბენითაა გამოწვეული. გამოიხატება დიდი ზომის შეშუპებით და სიწითლით ნაკბენის არეში, ქავილით და ჩხვლეტის შეგრძნებით, ხველებით და სუნთქვის გაძნელებით და შესაძლოა ანაფილაქსიური რეაქციით. მედიკამენტოზური ალერგია – გამომწვევები უმეტესად არიან ანტიბიოტიკები (მაგ.: პენიცილინი), ზოგადი და ადგილობრივი ანესთეზიისათვის განკუთვნილი (მაგ.: ლიდოკაინი) და რადიოლოგიაში გამოყენებული კონტრასტული საშუალებები, კვერცხის ცილის შემცველობის ვაქცინები და სხვა. სიმპტომები ზოგადსისტემურია და მოიცავს ქავილს, შეშუპებას, გამონაყარს, სუნთქვის გაძნელებას და შესაძლოა ანაფილაქსიასაც. თივისმიერი ცხელება, იგივე ალერგიული რინიტი – ესაა გაციების მაგვარი სიმპტომების მქონე რეაქცია, რომელიც მოიცავს ცემინებას, ცხვირის, თვალების და ხახის ქავილს, სურდოს და ცრემლდენას. გავრცელებული ალერგენები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ თივის ცხელების სიმპტომები, მოიცავს მტვერს და მტვრის ტკიპებს. კატების, ძაღლების და სხვა ცხოველების ბეწვის, ბუმბულის ან კანის პატარა ნაწილაკები ასევე შეიძლება იყვნენ ალერგენები. საჭმლისმიერი ალერგია - გამოიხატება ჩხვლეტის შეგრძნებით პირის ღრუს არეში, ტუჩების, ენის, სახის და ხორხის შეშუპებით, ჭინჭრის ციებით და შესაძლოა ანაფილაქსიით. ალერგიულ პროდუქტებს მიეკუთვნება: რძის პროდუქტები, კვერცხი, თევზი, მოლუსკები, თხილეული, არაქისი, ხორბალი და სოიო. მზის ალერგია - იგივე მზის ურტიკარია, არის ტერმინი, რომელიც აღწერს მდგომარეობას, როდესაც მზის ზემოქმედების შემდგომ კანზე თავს იჩენს წითელი ფერის გამონაყარი. გამონაყარს თან ახლავს ქავილი. რაც უფრო ძლიერია მზის ზემოქმედება, მით უფრო ძლიერია საპასუხო რეაქცია.   ალერგოლოგთან კონსულტაცია მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ შეძლოთ ალერგიის მართვა და მასთან ერთად ცხოვრება ისე, რომ არ მისცეთ მას საშუალება ხელი შეგიშალოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამისათვის კი ხშირად დისტანციურად მიღებული რეკომენდაციებიც კი შესაძლოა საკმარისი გახდეს.   გამოიყენეთ REDMED-ის აპლიკაცია ან ვებ-გვერდი თუ გსურთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა მართოდ მარტივად, სახლიდან გაუსვლელად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - დაზოგოთ დრო. https://new.newpress.ge/34050 ქუთაისში გოლიათი ბავშვი დაიბადა http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/5%E1%83%99%E1%83%9A.jpg ქუთაისში ხონელიძის კლინიკაში გოლიათი ბავშვი დაიბადა. ახალშობილი 5კგ-ს იწონის, სიმაღლე კი 54 სმ. -ია. ახალშობილის შესახებ ფოტოს და ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს. https://new.newpress.ge/34047 სერიალის "აკადემია" მთავარი და მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელთა კასტინგი იწყება http://newpress.ge/uploads/all/2021%20ivnisidan/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4.jpg კასტინგს კინოკომპანია "პოზიტივ სტუდიო" სამოდელო სააგენტო "კატრინთან” კოლაბორაციით მართავს. გახმაურებული სერიალის "ტესტი"-ს შემქმნელი კინოკომპანია "პოზიტივ სტუდიო" სამოდელო სააგენტო "კატრინთან” კოლაბორაციით იწყებს მომდევნო კინო პროექტს, სერიალი "აკადემია" "ვაცხადებთ მთავარი და მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელთა ქასთინგს 9 დან 18, ასევე 27-38 წლამდე მსურველებისათვის. აგრეთვე, ქასთინგში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მსახიობებს. ქასთინგი გაიმართება 25 მარტს 17:00 საათზე. მის: თ. ნადარეიშვილის 8 (საბურთალო; დომოფონზე აკრებთ 201 B და შემობრძანდებით პირველ სართულზე) დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599566999",  - აცხადებს სააგენტო.    https://new.newpress.ge/34043 ქვემო ქართლის რეგიონში 20 მილიონ ლარამდე ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/IMG-20230320-WA0021.jpg იორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორთან, თენგიზ ნასარიძესთან, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.   შეხვედრაზე, რომელიც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადინისტრაციაში გაიმართა, რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დასრულებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები და საექსპლუატაციო ღონისძიებები განიხილეს.   ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა თენგიზ ნასარიძესთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც მუნიციპალიტეტებში უახლოეს პერიოდში დაიწყება.   რეგიონში 9000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, 2023 წელს დაგეგმილია 20 მლნ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტების დაწყება.   დღეისათვის, ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 15,7 მლნ ლარის ღირებულების 9 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით, 2500 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება და სარწყავი წყლის მიწოდება 900 ჰექტარზე გაუმჯობესდება.   ქვემო ქართლი აგრარული რეგიონია, ამდენად, რეგიონის ეკონომიური განვითარება დამოკიდებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. მძლავრი ეკონომიკური განვითარების საფუძველს თანამედროვე, სარწყავი სისტემების ფართო მასშტაბით მოწყობა-რეაბილიტაცია და ახალი წყალსაცავების მშენებლობა წარმოადგენს.   შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის მერი, ქვემო ქართლის მელიორაციის სამსახურის დირექტორი, საქართველოს მელიორაციის დეპარტამენტების წარმომადგენლები და სერვისცენტრის უფროსები ესწრებოდნენ.                       https://new.newpress.ge/34042 თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/%E1%83%A2%E1%83%91%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%91%E1%83%A1.jpg ამჯერად სიახლე ციფრულ ბანკშია, რომელსაც ახალი ფუნქციონალი დაემატა. „თიბისი“ აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას და მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე ზრუნვას და ამჯერად სიახლე ციფრულ ბანკშია, რომელსაც ახალი ფუნქციონალი - IBAN-ის QR კოდით გაზიარება დაემატა. იმისთვის რომ გააზიარო შენი ანგარიშის ნომერი QR-ის საშუალებით: შედი ციფრულ ბანკში და მთავარ გვერდზე მონიშნე „ჩემი ანგარიში“, შემდეგ ანგარიშის ნომრის გაზიარება, გაუზიარე QR კოდი მეგობარს თანხის გადმოსარიცხად, დასკანერების შემდეგ მეგობარი ირჩევს სასურველ ვალუტას და უთითებს თანხას, ადასტურებს გადარიცხვას, თანხა რამდენიმე წამში ჩაგერიცხება. ფუნქციონალით უფრო მარტივად სარგებლობისთვის, მომხმარებლებს QR-ის დამატება ტელეფონებზე, დამხმარე ღილაკად, ე.წ. widget-ადაც შეუძლიათ. „თიბისი“ განაგრძობს სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების განვითარებას 1 მილიონამდე მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებისთვის. ფუნქციონალით სარგებლობისთვის, განაახლე აპლიკაცია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ბმულს: https://link.tbc.ge/qr-share https://new.newpress.ge/34041 "მედიის ადვოკატირების კოალიცია" ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და მისი არასრულწლოვანი შვილების დაცვას ითხოვს http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%201.jpg ორგანიზაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს განცხადებით მიმართავს. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს,  გამოიყენოს დაცვის სპეციალური ღონისძიებები ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და მისი არასრულწლოვანი შვილების მიმართ, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიის ადვოკატირების  კოალიცია" აცხადებს.    "მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ ეხმიანება [1] „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტზე ნატო გოგელიაზე თავდასხმისა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტს [2], რათა სახელმწიფომ სათანადო ყურადღება დაუთმოს ჟურნალისტის მიმართ გავრცელებულ მუქარას, დაუყოვნებლივ მიიღოს ქმედითი ზომები მის მიმართ დაფიქსირებული უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. 2023 წლის 15 მარტს სოფელ ბახვში ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. იგივე პირი 14 მარტს თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციასა და შენობიდან ევროპული დროშის ჩამოხევაში მონაწილეობდა [3]. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საფუძველზე დაიწყო და დააკავა ერთი პირი [4]. პარალელურად, მოძალადე პირის მხარდამჭერთა მხრიდან, ჟურნალისტის მიმართ დაფიქსირდა არაერთი მუქარა, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს. ნატო გოგელიას ინტერესებს კოალიციის წევრი ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენი” იცავს. ჟურნალისტის და მისი არასრულწლოვანი შვილების დაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ შეისწავლოს ჟურნალისტის და მისი არასრულწლოვანი შვილების უფლებების შელახვის ფაქტები, მიანიჭოს მათ სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი და გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებები. https://new.newpress.ge/34040 GRETA - ს უფასო მარკეტინგის ტრენინგები მეწარმეებისთვის http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/720x480.jpg კურსებზე რეგისტრაცია ყველა მსურველს, QR კოდის დასკანერებით შეუძლია. ინდივიდუალური მეწარმეებისა და სტარტაპერებისთვის ბრენდინგისა და მარკეტინგის უფასო პრაქტიკული კურსები, პროექტი GRETA | მწვანე ეკონომიკის ფარგლებში, საქართველოს სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში - ამბროლაურში, წყალტუბოსა და მესტიაში, 2023 წლის მარტსა და აპრილში ჩატარდება.     კურსებზე რეგისტრაცია ყველა მსურველს, QR კოდის დასკანერებით შეუძლია. მონაწილეები დაესწრებიან მარკეტინგისა და კომუნიკაციის, ბრენდინგისა და ბრენდის პოზიციონირების, მერჩენდაიზინგისა და შეფუთვის, სტრატეგიული დაგეგმვის, ექსპორტისა და მოლაპარაკების ხელოვნების ლექციებს, რაც დამწყებ მეწარმეებს საშუალებას  მისცემს სწორად განათავსონ საკუთარი პროდუქტი და სერვისი, განსაზღვრონ მისი ფასი და კომუნიკაციის სტრატეგია.        ტრენინგები ამ ლოკაციაზე, 6 მოდულად ჩატარდება, თითოეულ მოდულს კი 6 საათი დაეთმობა.    ამბროლაური - სასტუმრო ციბენა -  18,19,20,21 მარტი. 1,2 აპრილი. (11:00 - 18:00) წყალტუბო - სასტუმრო წყალტუბო პლაზა -  25,26,27,28 მარტი. 3,4 აპრილი.(11:00 - 18:00) მესტია - სასტუმრო გისტოლა -  1,2,3,4,5,6 აპრილი. (11:00 - 18:00) ლექციებს სპეციალურად შერჩეული დარგის ექსპერტები წაიკითხავენ. მათი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ბენეფიციარებს საშუალებას მისცემს კითხვებზე პასუხი რეალური მაგალითებიდან მიიღონ.  ლექტორებისა და გუნდის მთავარი მიზანი მონაწილეებისთვის მაქსიმალურად მარტივი და მკაფიო კომუნიკაციაა, რათა პროდუქტის შექმნის სრული ციკლის შესახებ სწორი წარმოდგენა შეექმნათ. კურსი მონაწილეებს საშუალებას მისცემს დაინახონ საკუთარი პოტენციალი, საკუთარი პროდუქტის პოზიციონირებისა და სწორი კომუნიკაციის კუთხით. ისწავლიან რისი გაკეთება შეუძლიათ ნულოვანი ბიუჯეტით, კრეატიულობის, ციფრულ სამყაროში არსებული უფასო ხელსაწყოების, პარტნიორებისა თუ სხვა უკვე არსებული დიდი კომპანიების დახმარებით, რომლებიც მცირე ბიზნესებს უწყობენ ხელს.  ტრენინგების ორგანიზატორი კომპანიაა ALICE Q.   პროექტი GRETA | მწვანე ეკონომიკა - საქართველოში 2018 წლიდან ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის თანადაფინანსებით ხორციელდება და მიზნად ისახავს  ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებასა და  დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკისთვის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა  სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.   საკონტაქტო პირი:  ანი გურგენიძე  +995 577 070 890 https://new.newpress.ge/34038 ქალაქ გარდაბანში სახალხო დღესასწაული „ნოვრუზ ბაირამი“ აღინიშნა http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%96.jpg ქვემო ქართლის რეგიონში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო. ქვემო ქართლის რეგიონში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო. 19 მარტს, ქალაქ გარდაბანში სახალხო დღესასწაული „ნოვრუზ ბაირამი“ აღინიშნა.   ღონისძიება კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო საგამოფენო სივრცეები, გასტრონომიული კუთხე, ჩემპიონატი ნარდსა და შაშში.   „დღეს, სამწლიანი პაუზის შემდეგ, ჩვენი მუნიციპალიტეტი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი განახლების, ახლის საწყისის და იმედების დღესასწაულია. მინდა მივულოცო ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს, ჩვენს თანამოქალაქეებს. ჩვენი მუნიციპალიტეტი სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლების ერთიანი თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. ჩვენ ჭირშიც და ლხინშიც ერთად მოვდივართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ერთიანობა მომავალშიც შენარჩუნდეს.“ - განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა.    საზეიმო ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი, მოადგილე კახა კობერიძე, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, მარნეულისა და გარდაბნის ცხრა თემის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთა მონაწილეობითაც გაიმართა სიმბოლურად ცეცხლის ანთების ცერემონიალი.   ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ახალი წლის დღესასწაულია. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში არის მწვანე ჯეჯილი, შეღებილი კვერცხები და ტკბილეული.   ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება. https://new.newpress.ge/34037 შეიძინე როლიკები მისაღებ ფასად http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.jpeg ბავშვის სუფთა ჰაერზე გაყვანა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფიზიკური აქტიურობა ჯანმრთელობასა და განწყობაზე დადებითად მოქმედებს, რაც ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი ფაქტორია. თუმცა ბავშვებისთვის მხოლოდ სეირნობა საკმარისი არ არის, მათ რაიმე გასართობი სჭირდებათ. ამ საკითხის გადასაჭრელად როლიკები ყველაზე ოპტიმალური არჩევანია. ამ გზით ბავშვს გარეთ მეტი დროის გატარება დამოუკიდებლადაც შეუძლია. როლიკების არჩევა საკმაოდ რთული პროცესია, რადგან მისი ხარისხი ბავშვის/მოზრდილის უსაფრთხო გადაადგილებას განსაზღვრავს. გორგოლაჭების ყველაზე ფართო არჩევანი Liloshop-ზე შეგიძლიათ იხილოთ, სადაც სრული კომპლექტაციის აღჭურვილობა მისაღებად ფასადაა წარმოდგენილი.  დამცავი ჩაფხუტის ფასი 22 ლარიდან იწყება, ხოლო როლიკების შეძენა 99 ლარიდან 160 ლარამდე დიაპაზონში შეგიძლიათ. გორგოლაჭების ზომა ყველა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი, ხოლო სასურველი მოდელების ფერებშიც მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. შეგიძლიათ ლილოშოპზე მხოლოდ დამატებითი აღჭურვილობაც შეიძინოთ, თუმცა თუ თქვენი შვილისთვის გორგოლაჭების შეძენას გადაწყვეტთ, გირჩევთ სრული კომპლექტი შეარჩიოთ, რომელიც ყველანაირ დამცავ აქსესუარს მოიცავს. ასე თქვენ დაზოგავთ თანხას და ბავშვს შესაძლო ტრავმებისგან მაქსიმალურად დაიცავთ. თბილისის მასშტაბით უფასო მიტანის სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ, რაც დაგიზოგავთ დროს და სასურველი ნივთის შეძენას მეტად კომფორტულად მოახერხებთ.  რა უნდა გაითვალისწინოთ როლიკების შეძენის დროს? როლიკების შეძენისას უმჯობესია რეგულირებად მოდელებს მიანიჭოთ უპირატესობა, რომლებსაც ბორბლები სიგანეზე აქვს გადანაწილებული და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მეტად უსაფრთხოა. ზოგიერთი მოდელის გარდაქმნა (დამატებითი ბორბლების მოხსნა) მარტივია, რაც დაგეხმარებათ, რომ ბავშვმა გორგოლაჭები შეძენიდან რამოდენიმე წლის განმავლობაში გამოიყენოს. მთავარია შეარჩიოთ მოდელი ასაკის მიხედვით და ფეხზე მისი კომფორტულობა გადაამოწმოთ. დასაწყისისთვის 2X2-ზე კონფიგურაციის როლიკების შეძენაა რეკომენდებული, თუმცა განსხვავებული ჩასაშენებელი მოდელებიც საკმაოდ აქტუალურია.  როლიკები ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობაა, ამიტომ მისი გამოყენება კარგი ფიზიკური ვარჯიშის ტოლფასია. ამასთან ბავშვებში გორგოლაჭების გამოყენება გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს.  სეირნობისას ბავშვი მუდმივად სწორ მანევრებსა და მარშრუტზე ფიქრობს, სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვას სწავლობს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგება.  ზრდასრულებისთვის როლიკებით სეირნობა ტანვარჯიშით დაკავების ტოლფასია, რადგან ის მთელი სხეულის გავარჯიშებას უწყობს ხელს. რაც მთავარია როლიკების გამოყენებისას ენდორფინები გამოიყოფა და ნებისმიერი ასაკის ადამიანში პოზიტიური განწყობა იმატებს, რაც სტრესისა და პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ. ლოდინი ნამდვილად არ ღირს, შეიძინეთ როლიკები მისაღებად ფასად ონლაინ და აქციეთ ყოველი დღე სასიამოვნო მოგონებად.  https://new.newpress.ge/34030 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ „ბავშვი და გარემოს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/IMG_0698.JPG ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ „ბავშვი და გარემოს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.   თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა და ორგანიზაციის თავჯდომარე ნინო იაშვილმა მოაწერეს.   მემორანდუმის მიზანია ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის დანერგვა, კერძოდ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი სამსახურის (შემდგომში „ცენტრი“) შექმნა.   დავით კარგარეთელის თქმით, მუნიციპალიტეტისთვის, რომელიც აქტიურადაა ჩართული ბავშვთა ყოველდღიური პირობების გაუმჯობესების პროცესში, აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობა ორმაგად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება. მემორანდუმით გათვალისწინებული ამოცანების ერთობლივად შესრულება მუნიციპალიტეტს  შესაძლებლობას მისცემს, უფრო მეტად გახდეს მომავალ თაობაზე ორიენტირებული.     https://new.newpress.ge/34028 თიბისი კონცეპტი და „მოგზაური“ გთავაზობთ დაუვიწყარ თავგადასავალს ქართლში http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%A2.jpg თიბისი კონცეპტი და „მოგზაური“, 22-23 აპრილს, გთავაზობთ მოგზაურობას ქართლში:  "ქართლის სასახლეები - მოგზაურობა მივიწყებულ ისტორიებში".  ეს არის ტური, რომლის დროსაც აღმოაჩენთ მე-19 და მე-20 საუკუნეების ქართლის სასახლეების ისტორიებს და გაეცნობით იმავე პერიოდის საზოგადოებრივ - კულტურულ ცხოვრებას. ეს იქნება დროში მოგზაურობის, ისტორიების და შემონახული ლეგენდების გაცოცხლების დაუვიწყარი გამოცდილება, სადაც თქვენ მეგზურობას ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები გაგიწევენ. ორი დღის განმავლობაში თქვენ მოინახულებთ:  სოფელ ლამისყანაში ქსნის ერისთავების (მანამდე აზნაურ გარაყანიძეების) და ჯამბაკურ-ორბელიანის სასახლე-მუზეუმს;  ამილახვართა ციხე-სასახლეს სოფელ ქვემო ჭალაში; თარხან-მოურავების, “მარშლიანთ”  სასახლეს სოფელ გარიყულაში;   მუხრანბატონის სასახლეს სოფელ მუხრანში; ასევე გაეცნობით ისტორიებს, მავთულხლართების მიღმა დარჩენილ, ქსნის ერისთავების (ახალგორში)  და ივანე მაჩაბლის (თამარაშენში) სასახლეების შესახებ. ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილი ქართლის ღირშესანიშნაობების ექსკურსის პარალელურად, მოგზაურებს, ატენის ხეობაში, საკუთარ სასტუმროში უმასპინძლებს. ატენის ხეობის ისტორიულ-სტრატეგიული მნიშვნელობის გაცნობასთან ერთად, ტურის მონაწილეებისთვის გაიმართება ატენური ღვინის დეგუსტაცია. აქვე, ქართლური კულინარიის სიმბოლოებს, თონეში პურისა და ნაზუქის გამოცხობის ტრადიციებს გაეცნობიან..  ქართლის წარსულში მოგზაურობას კიდევ უფრო შთამბეჭდავს გუგა კოტეტიშვილი გახდის. სოფელ გუდალეთში, მამასთან, ვახუშტი კოტეტიშვილთან ერთად, 30 წლის წინ საკუთარი ხელით აშენებულ სახელოსნო - სახლში „მოგზაურს“ თავად უმასპინძლებს!  ტურის კულმინაცია მუხრანბატონის სასახლეში, რეჟისორ ლევან წულაძესთან შეხვედრა იქნება. საუბრის თემა კი თავად-აზნაურთა სოციალურ-კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის, ქართლის სასახლეებში დადგმული გიორგი ერისთავის წარმოდგენების როლსა და ქართული კლასიკური თეატრის საფუძვლებს შეეხება.  ტურის ფარგლებში, კონცეპტის მომხმარებლებზე ვრცელდება 20%-იანი ფასდაკლება.  რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00 დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მოგზაურის გუნდს: 599 908 906,  599 380 817  https://new.newpress.ge/34023 ქართველი მოსწავლე FLEX-ის თვის მონაწილედ დასახელდა http://newpress.ge/uploads/all/medical/%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A9%E1%83%98.jpg ქართველი მოსწავლე მარიამ ქურდაძე FLEX-ის თვის მონაწილედ დასახელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.  "ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც ამერიკაში ჩვენი გაცვლითი პროგრამით იმყოფება, მთელი მსოფლიოდან ასობით ახალგაზრდას შორის, FLEX პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდა. მარიამ ქურდაძე შეარჩიეს მაღალი აკადემიური მოსწრების, მოხალისეობისა და საკუთარი ქვეყნის კულტურის განსაკუთრებული ენთუზიაზმით გაზიარების გამო. შეერთებულ შტატებში საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია ჩვენი გაცვლითი პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ როლში ქართველი მონაწილეები ყოველთვის ბრწყინავენ და ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში ათასობით ამერიკელს პირადად გააცნეს და შეაყვარეს საქართველო", წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. https://new.newpress.ge/34021 მოითხოვეთ იპოთეკური სესხი ონლაინ http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/ipoteka.jpg უძრავი ქონების შესაძენად იპოთეკური სესხის აღება პოპულარული გადაწყვეტილებაა. დღესდღეობით, მსგავსი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში მიღებულია, რადგან საკუთარი სახლის შესაძენად საჭირო სახსრების მოგროვება დიდ დროსა და ნებისყოფას მოითხოვს. იპოთეკური სესხი გრძელვადიანი კრედიტია, რომელიც პიროვნების მომავალი ცხოვრების ათეულობით წელს განსაზღვრავს, შესაბამისად აუცილებელია სწორად შეარჩიოთ კომპანია და სასურველი მოცულობის თანხა ხელსაყრელი პირობებით მიიღოთ. როგორ ავიღოთ იპოთეკური სესხი? MBC-ის იპოთეკური სესხი ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტია, რომელსაც მომხმარებლები უძრავი ქონების შესაძენად, რემონტისთვის, არსებული ვალდებულების დასაფარად ან სხვა სამომხმარებლო საჭიროებისთვის იყენებენ. MBC სანდო რეპუტაციით სარგებლობს, რადგან მომხმარებლებისთვის მოქნილ პირობებს ქმნის და მომსახურების ხარისხს მუდმივად აუმჯობესებს. განაცხადის გასაკეთებლად მარტივი ონლაინ აპლიკაცია შეგიძლიათ შეავსოთ. აქვე გეტყვით, რომ MBC განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს. სესხის ასაღებად დაგჭირდებათ პასპორტი, ან ID ბარათი, შემოსავლებისა და უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ქონებრივ უზრუნველყოფად შეიძლება ჩაითვალოს როგორც უკვე არსებული, ასევე მომავალში შესაძენი უძრავი ქონება. გამოცდილ კომპანიასთან ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა კანონიერი და უსაფრთხო გზებით მიღებული ფინანსური კაპიტალი. მითუმეტეს ისეთ ბაზარზე, სადაც ე.წ. კერძო იპოთეკარები ხშირად კანონის გვერდის ავლით მოქმედებენ, რაც ხანდახან მსესხებლის მხრიდან უძრავ ქონებაზე უფლებების დაკარგვითა და საქმის სასამართლოში განხილვით სრულდება. თუ მაინც გადაწყვიტეთ ე.წ. კერძო იპოთეკარებთან ურთიერთობის დაწყება, ემბისი ამ შემთქვევაშიც დაგეხმარებათ - კომპანიის გუნდი პროფესიონალურ რეკომენდაციებს გაგიწევთ და რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაში სრულიად უსასყიდლოდ გეხმარებათ. მაშინ როცა იპოთეკური სესხი არსებობს, საკუთარი სახლის შესაძენად ან სხვა მიზნების განსახორციელებლად წლობით ლოდინი არ ღირს. მიზნების განხორციელება გაცილებით მარტივია მაშინ, როდესაც თანამშრომლობ კომპანიასთან, რომლის მთავარი პრიორიტეტი კმაყოფილი მომხმარებელია. სწორედ ამიტომ, MBС ბაზარზე პოპულარობას მრავალი წელია უცვლელად ინარჩუნებს. https://new.newpress.ge/34020 ბიზნეს სესხი MBC-ში http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/business-loan_1.jpg დღესდღეობით, საკუთარი ბიზნესის ქონა უმრავლესობისთვის აუხდენელ ოცნებასთან ასოცირდება, თუმცა თუ პერსპექტიული იდეა გაქვთ, გამოსავალი მაინც არსებობს. ბიზნეს სესხის აღება მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა. ამ გზით თქვენ შეძლებთ დროულად განახორციელოთ ჩანაფიქრი და დრო პირადი ბიზნესის მოწყობაზე დახარჯოთ. MBC-ის ბიზნეს სესხი ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია, რადგან მომხმარებლებზე ორიენტირებული მიდგომებით კომპანია მომსახურების ხარისხს მუდმივად აუმჯობესებს. მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზის შედეგად, კომპანია ქმნის პროდუქტებს, რომლებიც ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს. როგორ ავიღოთ ბიზნეს სესხი? MBC-ში ბიზნეს სესხის აღება შესაძლებელია როგორც მეწარმეებისთვის, ასევე ინდივიდუალური პირებისთვის, რომლებიც უახლოეს მომავალში აპირებენ საქმიანობის დაწყებას ან არიან თვითდასაქმებულები. კომპანია ბიზნეს სესხის ორ ტიპს გთავაზობთ. სანამ სესხს აიღებდეთ განსაზღვრეთ პირადი პრიორიტეტები და სწორედ ამის შემდგომ გააკეთეთ ოპტიმალური არჩევანი. 2000-დან 100 000 ლარამდე სესხის ასაღებადუზრუნველყოფა დაგჭირდებათ, ხოლო 500-დან 10 000 ლარამდე კრედიტი უზრუნველყოფის გარეშე შეგიძლიათ მიიღოთ. კომპანიის ერთ-ერთი უპირატესობა ბიზნეს სესხის ეროვნულ ვალუტაში მიღების შესაძლებლობაა. ასე თქვენ თავს აარიდებთ კურსთა შორის სხვაობით გამოწვეულ რისკებს და სესხის დასაფარად ყოველთვიურად სტაბილური თანხის გაღება მოგიწევთ. კრედიტის ასაღებად ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსება შეგიძლიათ. გამარტივებული პროცედურებით თქვენ ავსებთ განაცხადს - ირჩევთ სესხის სასურველ ტიპს, თანხას, ფილიალს და ელოდებით კომპანიის წარმომადგენელის ზარს, რომელიც დეტალურად უპასუხებს თქვენს ყველა შეკითხვას და შემდგომი პროცედურებისთვის უახლოეს ფილიალში ჩაგინიშნავთ ვიზიტს. MBC გეხმარებათ დაზოგოთ დრო დაისარგებლოთ მოქნილი პირობებით, რაც როგორც სესხის აღებას, ასევე მისი დაფარვის პროცესსაც გაგიმარტივებთ. MBC განიხილავს ყველა სახის საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს, ასევე გიმარტივებთ სესხის პორტირების პროცესს იმ შემთხვევისთვის, თუ უკვე გააფორმეთ ხელშეკრულება სხვა საფინანსო ორგანიზაციასთან და პირობები არ გაკმაყოფილებთ. MBC მომხმარებლის შემოსავლებზე მორგებულ გადახდის კლებად გრაფიკს ადგენს, რათა სესხის დაფარვა ტვირთად არ გექცეთ და ნებისმიერი რისკი თავიდანვე განსაზღვროთ. კომპანია გეხმარებათ, რათა დამოუკიდებლად დაიწყოთ საქმე, რომელმაც შესაძლოა თქვენი მომავალი ცხოვრება უკეთსობისკენ შეცვალოს. MBC-თან თანამშრომლობა ბევრ მომხმარებელს დაეხმარა წარმატების მიღწევაში, რადგან ამ გზითადამიანი უკეთ განკარგავს ფულად რესურსებს და საკუთარი საქმის განვითარებაზე კონცენტრირდება. ბიზნეს სესხის აღებისას თანხის ძირითად ნაწილთან ერთად ყოველთვიურად სესხის პროცენტიც იფარება. თუ გრძელვადიანი კრედიტის აღებას უახლოეს მომავალში აპირებთ, MBС-ის გუნდი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. https://new.newpress.ge/34019 ქუთაისში ვასილ ამაშუკელისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D.jpg ღონისძიებას კინომცოდნე გოგი დოლიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქუთაისში ქართველი რეჟისორის და კინოოპერატორის ვასილ ამაშუკელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.  ღონისძიებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ბასილაძე, ქალაქის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, კინომცოდნე გოგი დოლიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. ვასილ ამაშუკელი 1886 წლის 14 მარტს ქუთაისში დაიბადა. https://new.newpress.ge/34015 თიბისიმ აგრო სექტორში ჩართული ბიზნესისთვის პარტნიორებთან ერთად რეგიონებში საინფორმაციო კამპანია დაიწყო http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/%E1%83%905-pr.jpg საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, თიბისი, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს მართავს, სადაც ადგილობრივ ფერმერებს სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის, თუ რა საბანკო პროდუქტები და სახელმწიფო პროგრამებია მათთვის ხელმისაწვდომი. ღონისძიებები მარტსა და აპრილში პანელური დისკუსიების ფორმატში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას, თიბისისთან ერთად, პარტნიორებიც მიიღებენ სოფლის განვითარების სააგენტოდან, „აწარმოე საქართველოდან“ და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამიდან. შეხვედრებზე დასწრება შეუძლიათ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს, ასევე საშუალო ზომისა და მსხვილ ფერმერებს, ყველა პოტენციურ სტარტაპერს, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში აპირებს ბიზნესის დაწყებას. „გადავწყვიტეთ პირადად შეხვდეთ ფერმერებსა და მეწარმეებს და გავაცნოთ, რა შესაძლებლობები არსებობს დღეს ბაზარზე, რათა მათ მიიღონ ყველა სარგებელი, რასაც ერთობლივად ვთავაზობთ, ჩვენ, თიბისი და ჩვენი პარტნიორები. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ გააფართოვონ, ან თუნდაც წამოიწყონ ახალი ბიზნესი. თიბისიში არა მარტო ინფორმაციის კონსოლიდაცია ხდება, არამედ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო და დონორ ორგანიზაციებთან. ამ პროგრამებში ჩართვა კი, თიბისის პროდუქტებთან ერთად უფრო ადვილია. გარდა ამისა, ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ უკვე შექმნილი გვაქვს ბიზნესზე მორგებული საბანკო პროდუქტები, რაც პარალელურად სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების პროგრამებში მონაწილეობას მოიცავს. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ბიზნესს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა და სარგებელი, რაც მას დასაფინანსებელი პროექტის წარმატებით შესრულებაში დაეხმარება,“ - შოთა გონგლაძე, თიბისის სახელმწიფო პროექტების მართვის ხელმძღვანელი. თიბისი პარტნიორ სახელმწიფო და დონორ ორგანიზაციებთან ფერმერებს და მეწარმეებს არაერთ პროგრამაში ჩართულობას სთავაზობს. მათ შორის: სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად - შეღავათიანი აგრო კრედიტების სუბსიდირება და საგრანტო პროექტების თანა-დაფინასება; „აწარმოე საქართველოში“ - სესხზე დარიცხული სარგებლის სუბსიდირება, ბენეფიციარების მხარდაჭერა სესხზე არასაკმარისი უზრუნველყოფის შემთხვევაში (პროგრამა „საკრედიტო საგარანტიო სქემა“) და მიკრო და მცირე მეწარმეების საგრანტო პროექტების თანადაფინანსება; USAID-ის პროექტები: საგრანტო თანადაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა. გარდა ამ ფინანსური პროგრამებისა, თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულ ადამიანებს სთავაზობს დახმარებას ტექნოლოგიების შემოტანასა და დანერგვაში, კონსულტაციებს და გამოცდილების გაზიარებას მათთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე. შეხვედრები საქართველოს რეგიონებში შემდეგი კალენდრის მიხედვით გაიმართება: 10 მარტი - გორი 17 მარტი - ზუგდიდი 24 მარტი - ქუთაისი  6 აპრილი - გურჯაანი 7 აპრილი - თელავი შეხვედრების ადგილის შესახებ, დაინტერესებული პირები დამატებით ინფორმაციას მიიღებენ. https://new.newpress.ge/34014 მოიმატა რინოვირუსმა, ასევე მაღალი მაჩვენებელი აქვს რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსს - ივანე ჩხაიძე http://newpress.ge/uploads/all/medical/testireba_2.jpg  მოიმატა რინოვირუსმა, რაც გაციების გამომწვევი ვირუსია. თუ 5-6% იყო გასულ კვირას, ახლა 20%-ია, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაცენტ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.   “ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში ძირითადად კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები სჭარბობს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ხვედრითი წილი. სამაგიეროდ, მოიმატა რინოვირუსმა, რაც გაციების გამომწვევი ვირუსია. თუ 5-6% იყო გასულ კვირას, ახლა 20%-ია. გრიპთან შედარებით, რინოვირუსს უფრო მსუბუქი მიმდინარეობა აქვს. ასევე, მაღალი მაჩვენებელი აქვს რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსს" - განაცხადა ჩხაიძემ.  მისივე თქმით,  ბოლო კვირის განმავლობაში  კორონავირუსის შემთხვევები 60%-ით არის შემცირებული.   https://new.newpress.ge/34013 იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.3 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98.png  2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 898.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.3 პროცენტით მეტია, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.  საქსტატის  წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი 914.7 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი 1 983.3 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა.   https://new.newpress.ge/34010 გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დაფიქსირდა - IDFI http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.jpg ორგანიზაციის ცნობით, რუსეთ-საქართველოს მოქალაქეების ქორწინების სრული წლის სტატისტიკა არ მიაწოდა. IDFI-ს მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული მონაცემი 2022 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას მოიცავს.  ამასთან, ორგანიზაციის ცნობით,  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დარეგისტრირდა 1 841 რუსეთის მოქალაქე. ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში ასევე საუბარია, საქართველოში ბინადრობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით. IDFI-ს ცნობით, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1 598 მოქალაქეზე. ხოლო უარი 434 მოქალაქეს ეთქვა. ორგანიზაცია კვლევაში მიუთითებს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული ბინადრობის ნებართვებისა და რუსეთ-საქართველოს მოქალაქეების ქორწინების სრული წლის სტატისტიკა არ მიაწოდა. https://new.newpress.ge/34006 როგორია სტუდენტური ცხოვრება საბაუნიში? http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%93.png უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა, რომელსაც 20 წელზე მეტი ისტორია, საერთაშორისო გამოცდილება, ასობით საერთაშორისო პარტნიორი და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს, ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბება და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება შეძლო.  უნივერსიტეტში მოქმედებს 4 ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; სამართლის ფაკულტეტი; ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი თეოლოგიის ფაკულტეტი. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის პროგრამა სწავლების თანამედროვე სტანდარტებითაა შექმნილი, რომელსაც პრაქტიკოს ლექტორები უძღვებიან.   უნივერსიტეტში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტია.  ფაკულტეტში ერთიანდება შემდეგი მიმართულებები: საერთაშორისო ურთიერთოები; ფსიქოლოგია; პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია და სხვა. ფაკულტეტზე მოქმედებს შემდეგი საბაკალავრო პროგრამები:საერთაშორისო ურთიერთობები; პოლიტიკის მეცნიერება; ფსიქოლოგია; სოციოლოგია. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი გამოირჩევა მრავალ ევროპულ უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ Erasmus+ და სხვადასხვა გრძელვადიანი სასწავლო მობილობით, ასევე საერთაშორისო ზამთრისა და საზაფხულო სკოლებით, მოკლევადიანი გაცლითი პროგრამებით. აღსაღნიშნავია, რომ სპეციალურად სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტსითვის განკუთვნილია FUCE სტიპენდია.  სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედებს მიშელ მუსხელის ევროპული კვლევების და ფსიქოლოგიისა და განვითარების ცენტრები, რომლებიც მიზნად ისახავს სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევების ხელშეწყობასა და სწავლების გაფართოებას. უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია სწავლის პარალელურად,  სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება.  უნიევრსიტეტში აქტიურად ტარდება შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, მოქმედებს ზამთრისა და საზაფხულო ბანაკები, კარიერული ზრდისა და მხარდაჭერისთვის იმართება რეგულარული კონსულტაციები, ხორციელდება უნივერსიტეტის კლუბების მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერა.  უნივერსიტეტში შექმნილია სტუდენტთა რეკრეაციული სივრცე, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ დაისვენონ ან თანაკურსელებთან ერთად სხვადასხვა გასართობი აქტივობით (მაგ. სამაგიდო თამაშებით) დაკავდნენ.   https://new.newpress.ge/34005 საბაუნი - საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90.png ფაკულტეტის ნებისმიერ პროგრამაზე მოქმედებს გაცვლითი პროგრამები. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 20 წელზე მეტი ისტორიით, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე  მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო მიღწევებით, ევროპისა და ამერიკის მასშტაბით პარტნიორთა სიმრავლით - ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მოწინავე პოზიციას იკავებს და დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ და უცხოელ სტუდენტებში.  უნივერსიტეტში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტია, რომელიც  მიზნად ისახავს მოამზადოს კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური დარგის სპეციალისტი. სწორედ ამიტომ, ფაკულტეტზე პროგრამებს პრაქტიკოსი ლექტორები უძღვებიან. ფაკულტეტი აერთიანებს შემდეგ პროგრამებს:- ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა; - საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა; -პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა; - სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა. საერთაშორისო ურთიერთობები საბაუნიში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამაა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. პროგრამაზე სწავლა ხორციელდება  ინტერდისციპლინური მიდგომებით, რომლის ფარგლებშიც ხდება საერთაშორისო სისტემის მონაწილე აქტორებსა და მათ შორის არსებული ურთიერთობების ხასიათის შესწავლა. ფაკულტეტის ნებისმიერ პროგრამაზე მოქმედებს გაცვლითი პროგრამები, შესაბამისად სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ არა მხოლოდ გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამებით,  არამედ მოკლევადიანი პროგამრებიტაც, Erasmus+, ზამთრისა და საზაფხულო სკოლებით, და FUCE სტიპენდიით, რომელიც  მხოლოდ საბაუნის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი.   უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტს შეუქმნას კეთილმოწყობილი,  კომფორტული  გარემო და უზრუნველყოს შესაბამისი ტექნიკურ-მატერიალური ბაზით აღჭურვა. აღსანიშვნავია, რომ უნივერსიტეტის  მულტიფუნქციურ, თანამედროვე ბიბლიოთეკაში,  სტუდენტებს პორტატული კომპიუტერებით სარგებლობის  შესაძლებლობა აქვთ. ბიბლიოთეკა აერთიანებს სხვადასხვა ენაზე შესრულებულ 20 ათასამდე წიგნს, მონოგრაფიას, ელექტრონულ რესურსს, პერიოდულ გამოცემას და ა.შ. საბაუნის ბიბლიოთეკა ხელს უწყობს ხარისხიანი სასწავლო პროცესის წარმართვას. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს  იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ, რაც პრაქტიკული სწავლების დროს, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.  ძალიან მალე უნივერსიტეტს დაემატება სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, რომელიც  თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ აუდიტორიებს, ფიტნეს დარბაზსა და სხვადასხვა შემეცნებითსა თუ გასართობ სივრცეს გააერთიანებს.      https://new.newpress.ge/34003 რატომ უნდა გააკეთოთ არჩევანი ,,თბილ იატაკზე“? http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98.gif ალბათ ხშირად შესწრებიხართ ფაქტს, როდესაც ოთახის კუთხეში მოთავსებულ რადიატორთან მჯდომი ადამიანი გაცილებით უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე ის ვინც აგრეგატისგან მოშორებით იმყოფება. ეს იმის ბრალია, რომ რადიატორების გამოყენებით სითბოს თანაბრად განაწილება შეუძლებელია და ჰაერის მასა ოთახის კონკრეტულ ადგილებში იყრის თავს. იატაკის გათბობა რადიატორებისგანგანსხვავებით კონვექციის მოდელით არ მუშაობს, რაც თბილი ჰაერის ცირკულაციასნქვემოდან ზევით ახდენს. ,,თბილი იატაკის“ მონტაჟისას გათბობის მილები მთელ პერიმეტრზე თანაბრად ნაწილდება და სითბო ადამიანის სიმაღლეზე ხანგრძლივი დროით ნარჩუნდება. გაითვალისწინეთ, რომ ეკონომიური მიდგომა იატაკის გათბობის შესყიდვისას ირაციონალური გადაწყვეტილებაა. მილების ხარისხი ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში სისტემის დაუზიანებლად მუშაობას განსაზღვრავს. პატარა ბინისთვის იატაკის გათბობას რამდენიმე უპირატესობა ახასიათებს:  ● დაზოგილი სივრცე; ● თვალისგან უხილავი სისტემის არსებობა; ● თერმოსტატით ტემპერატურის რეგულირების შესაძლებლობა, რაც ბუნებრივი აირის მიზნობრივ ხარჯვაზე აისახება; იატაკის გათბობის მთავარი უპირატესობა გამოყენებული მილების დაცულობაა. ამ სისტემის საექსპლუატაციო ვადა 50 წელია, ამიტომ აგრეგატების დაზიანება მხოლოდ მექანიკურად არის შესაძლებელი. რაც მთავარია, თბილი იატაკის შემთხვევაში საწვავის ხარჯს 20-30%-ით შეამცირებთ, რადგან წყლის მაქსიმალური ტემპერატურა მილებში 45 გრადუსს არ აღემატება. თერმოინდუსტრიის იატაკის გათბობის სისტემები მომხმარებელთა შეფასებებზე დაყრდნობით, თერმოინდუსტრია გათბობის სისტემების ასორტიმენტით მრავალი წელია ლიდერობს. ევროპაში აპრობირებული პროდუქცია ადგილობრივ მომხმარებლებს ყველაზე ხელსაყრელ ფასად მიეწოდება. ნებისმიერი აგრეგატის შეძენა, კომპანიის გუნდის რეკომენდაციებით, ერთ სივრცეში შეგიძლიათ რომელთა შორის საჭირო გათბობის ქვაბებს, მილებს, მაკომპლექტებელ მასალებს, რადიატორებს და ა.შ. იპოვით. კომპანია ტექნიკოსების კვალიფიკაციის ამაღლებაზე უწყვეტად ზრუნავს და პროდუქციის მრავალფეროვნებით ბაზარზე კონკურენტულუპირატესობას უცვლელად ინარჩუნებს. თერმოინდუსტრიასთან თანამშრომლობისას პროფესიონალი ოსტატის ძიება არ მოგიწევთ და კუსტარულად დამონტაჟებულ იატაკის გათბობას თავიდან აირიდებთ. როცა საქმე კომფორტს და უსაფრთხოებას ეხება თამამად ენდეთ პროფესიონალებს,რომლებიც თქვენს ყოველდღიურობაში მეტ სიამოვნებას და პროდუქტიულობას შეიტანენ. გახსოვდეთ, რომ იატაკის გათბობის მონტაჟისას დაზოგილი თანხა, მომავალში, შესაძლო დაზიანებებზე გაწეულ ხარჯებს ზრდის, ამიტომ გარისკვა ნამდვილად არ ღირს. https://new.newpress.ge/34002 სესხები მრავალმხრივი საჭიროებისთვის ერთ სივრცეში http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/kolaji.jpg ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი აუცილებლობის წინაშე ვდგებით, რაც მეტწილად ფინანსურ რესურსებს უკავშირდება. რაც უფრო სწორად და მარტივად შეძლებთ საჭირო კაპიტალის მოძიებას, მით უფრო კომფორტული და დამოუკიდებელი ცხოვრებით შეგიძლიათ ისიამოვნოთ. არ აქვს მნიშვნელობა საქმე უძრავი ან მოძრავი ქონების შეძენას ეხება, თუ საკუთარი საქმის დაწყებას - სესხის აღება ნებისმიერ შემთხვევაში მიღებული პრაქტიკაა. როგორ ავიღოთ სესხი მარტივად? სესხის აღებამდე განსაზღვრეთ თქვენი საჭიროებები, პრიორიტეტები, შესაძლებლობები და შეარჩიეთ გამოცდილი კომპანია თანამშრომლობისთვის. დღესდღეობით, MBC ადგილობრივ ბაზარზე ნდობით სარგებლობს, რადგან სესხების მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, ყველაზე შეღავათიანი პირობების შექმნაზე მუდმივად ზრუნავს. კომპანიის ფინანსისტებთან გაიარეთ უფასო კონსულტაცია სასურველი კრედიტისაღების ნებისმიერ ეტაპზე, შეარჩიეთ სასურველი თანხის მოცულობა და თქვენს შემოსავლებზე მორგებული გადახდის კლებადი გრაფიკით ისარგებლეთ, რაც ვალდებულების დაფარვის პროცესს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ. რა ტიპის სესხები მოქმედებს MBC-ში? პოპულარულ საფინანსო პროდუქტებიდან ბიზნეს სესხი, ავტო და იპოთეკური სესხები შეგვიძლია გამოვყოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ემბისიში განაცხადის გაკეთება შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე სერვის ცენტრებში. სესხის თითოეული ტიპის აღებისას კომპანია განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ კრედიტით უკვე სარგებლობთ და პირობები არგაკმაყოფილებთ, ემბისიში სხვა კომპანიიდან პორტირებაც მარტივად შეგიძლიათ. ბიზნეს სესხის პირობები კომპანია გასცემს ორი ტიპის სესხს: ქონებით უზრუნველყოფილი სესხი 2000-დან 100 000 ლარამდე და სესხი უზრუნველყოფის გარეშე 500-დან 10 0000 ლარამდე. ყოველთვიური შენატანით თანხის ძირითად ნაწილთან ერთად პროცენტიც იფარება. ავტო სესხის პირობები 20 წლის და უფროსი ასაკის ნებისმიერ მომხმარებელს, ავტო სესხის ასაღებად დასჭირდება ID ბარათი, ან პასპორტი და მანქანის რეგისტრაციის მოწმობა. მნიშნველოვანია ისიც, რომ ავტო სესხით სარგებლობისას კრედიტის დაფარვამდე ავტომობილი მომხმარებლის საკუთრებაში რჩება, შემოსავლების დადასტურება კი არ მოითხოვება. იპოთეკური სესხის პირობები ემბისი არ გზღუდავთ სესხის აღების მიზნობრიობის მიხედვით. იპოთეკური სესხის აღება შეიძლება რემონტისთვის, სახლის/ბინის/საოფისე ფართის/მიწის ნაკვეთის შესაძენად, ან მიმდინარე ვალდებულებების დასაფარად. შესაბამისი უზრუნველყოფით 100 000 ლარამდე გრძელვადიანი კრედიტი გაიცემა. რაც ასევე მნიშნველოვანია, ემბისი გაძლევთ საშუალებას თავი დააღწიოთ ე.წ. კერძო იპოთეკარს - დაპორტირდეთ სწრაფად და მარტივად სანდო ორგანიზაციაში და არ გახდეთ თაღლითური სქემის მსხვერპლი, რაც დღესდღეობით არცთუ ისე იშვიათია. რა მიზნის განსახორციელებლადაც არ უნდა აპირებდეთ კრედიტის აღებას, მთავარია ზუსტად იცოდეთ რა გსურთ. რისკების განსაზღვრასა და კრედიტის აღების სრული პროცესის გამარტივებაში ემბისი უმნიშვნელოვანეს დახმარებას გაგიწევთ. https://new.newpress.ge/34001 ბიზნეს სესხი - შენი დამოუკიდებლობის გარანტი http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/business-loan.jpg ყოველდღიური რუტინული საოფისე საქმიანობა საკმაოდ დამღლელი და მოსაბეზრებელია. 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი ადამიანს ცხოვრების ნახევარს ართმევს და საკუთარი ოცნებების განხორციელების დრო ფიზიკურად არ რჩება. ზოგს კი გამორჩეული ნიჭის, უნარის ან იდეის რელიზაციის შანსი სწორედ იმიტომ არ ეძლევა, რომ საჭირო ფინანსური რესურსის მოსაძიებლად ხერხებს არ იცნობს, ან ცვლილებებისთვის აუცილებელი გამბედაობა უბრალოდ არ ჰყოფნის. როგორ დავიწყოთ ბიზნესი მარტივად ბიზნესის დასაწყებად საჭიროა პირველ რიგში იდეა და შემდგომში ფინანსური კაპიტალი. არ აქვს მნიშვნელობა ახლა იწყებთ საქმიანობას, თუ უკვე წარმატებული პროექტის გაფართოება გსურთ, ბიზნეს სესხის აღება ნებისმიერ შემთხვევაში გამოგადგებათ. მთავარია სწორად შეაფასოთ თქვენი პრიორიტეტები, იპოვოთ სანდო კომპანია და საკუთარი იდეის რეალიზებას დაუყოვნებლივ შეუდგეთ. ბიზნეს სესხის ასაღებად ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ კომპანიას, ემბისის შეგიძლიათ მიმართოთ, რომელსაც სხვადასხვა საჭიროების მომხმარებელთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. კომპანიის პროფესიონალი გუნდი მუდმივად აუმჯობესებს სერვისებს, რომელთა გამოყენებითაც მომხმარებელთა კმაყოფილებას ზრდის. ბიზნეს სესხი MBC-ში ბიზნეს სესხი MBC-ში გამოცდილი საფინანსო პროდუქტია, რომელიც ორი სხვადასხვა პირობით გაიცემა: უზრუნველყოფილი ბიზნეს სესხი 2000-100 000 ლარამდე, ხოლო 500 - 10 000 ლარამდე კრედიტი ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე. გამარტივებული პროცედურებით, ბიზნესისთვის თანხის მიღება როგორც მეწარმეებს, ასევე ინდივიდუალურ პირებსაც შეუძლიათ. სესხის ასაღებად უნდა გაიაროთ რამდენიმეეტაპი: შეავსეთ განაცხადი კომპანიის ვებგვერდზე ან სერვის ცენტრში; აირჩიეთ სესხის სასურველი ტიპი; წარმოადგინეთ მინიმალური დოკუმენტაცია; დაელოდეთ კომპანიის წარმომადგენლის სატელეფონო ზარს; სესხის დამტკიცების შემთხვევაში უახლოეს ფილიალში მიბრძანდებით თანხის მისაღებად. კომპანია განიხილავს ნებისმიერი ტიპის საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს და სესხს ეროვნულ ვალუტაში გასცემსს. ასევე, თუ უკვე დაწყებული გაქვთ თანამშრომლობა სხვა საფინანსო ორგანიზაციასთან სესხის პორტირებაც მარტივად შეგიძლიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ემბისისთან თანამშრომლობა თქვენთვის სასიამოვნო გამოცდილებად იქცევა. რატომ უნდა აიღოთ ბიზნეს სესხი? ბიზნეს სესხის აღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც თქვენი და თქვენი ოჯახის დამოუკიდებლობის და წარმატების გარანტი შესაძლოა გახდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთ საფინანსო ორგანიზაციასთან ითანამშრომლოთ, რომელიც სესხის გადახდის პროცესს არასტრესულს გახდის და თქვენი მოთხოვნების შესაბამის პირობებს შემოგთავაზებთ. MBC დაგეხმარებათ, რომ თქვენი იდეა რეალობად ზედმეტი რისკებისგარეშე აქციოთ, ამიტომ გადაწყვეტილების მიღების გადადება არ ღირს. წარმატებას ლოდინი არ უყვარს! https://new.newpress.ge/34000 კენგურუს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა უკვე საქართველოშია! http://newpress.ge/uploads/all/devnilebi/foto%20kenguru.jpg კენგურუს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში ტარდება და ყოველ წელს 60 მილიონამდე მოსწავლე ღებულობს მაში მონაწილეობას. საქართველოში კენგურუს ოლიმპიადა წელს ,19 მარტს ონლაინ ფორმატში გაიმართება. მასში მონაწილოების მიღება შეუძლიათ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის I-XII კლასის მოსწავლეებს. კენგურუს შეჯიბრებაში მოცემულია პედაგოგიურად გამართული ამოცანები, რომლებიც არ წარმოადგენს მხოლოდ სახელმძღვანელოს სტანდარტულ სავარჯიშოებს, არამედ მოიცავს მრავალფეროვან თემებს. კრეატიული აზროვნების გარდა, მათი ამოხსნა მოითხოვს სისხარტეს, წარმოსახვას, ძირითად გამოთვლის უნარებს, ლოგიკურ აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა სტრატეგიის დასახვის უნარს. კენგურუს საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მოსწავლე დარეგისტრირებული იყოს კენგურუს ვებ-გვერდზე - https://kenguru.ge. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულების მიხედვით და მიიღებენ I, II და III ხარისხის დიპლომს. დანარჩენი მოსწავლეები - მონაწილეობის სერტიფიკატს. ყველა დოკუმენტი დამოწმებული იქნება ასოციაცია „კენგურუ საზღვრების გარეშე“ (AKSF) პრეზიდენტის მიერ. 19 მარტის ონლაინ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს შანსი აქვთ მოიპოვონ მთავარი პრიზი. მოგვიანებით, დასწრებულ ტურში გამოვლინდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც გაემგზავრებიან კენგურუს საზაფხულო ბანაკში, საფრანგეთში და დაუვიწყარ დღეებს გაატარებენ სხვა ქვეყნების გამარჯვებულ კენგურუელებთან ერთად.არ გამოტოვო ეს შანსი! გამოავლინე შენი უნარები, გახდი საუკეთესო კენგურუელი და გაატარე არაჩვეულებრივი დღეები კენგურუს საზაფხულო ბანაკში! რეგისტრაციისთვის და ოლიმპიადის წესების გასაცნობად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.kenguru.ge ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:+995 544 44 27 88info@kenguru.gehttps://www.facebook.com/kengurumath   https://new.newpress.ge/33998 აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა http://newpress.ge/uploads/all/kutaisi/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90.jpg დაკავებულები გათავისუფლდნენ იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა. უწყების ცნობით, დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში 7-8 მარტს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით გრძელდება. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები.   https://new.newpress.ge/33988 26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი დეპუტატებს მოუწოდებს უარი თქვან "აგენტების კანონზე" http://newpress.ge/uploads/all/EKONOMIKA/signatura.jpg ლექტორების მიმართვა დღეს საქართველოს პარლამენტის წევრებს გადაეცათ.  საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტმა პროფესორ-მასწავლებელმა და მეცნიერ-თანამშრომელმა საქართველოს პარლამენტის წევრებს და მოუწოდა უარი თქვას ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპრპროექტისთვის მხარდაჭერაზე. ლექტორების მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრებს უკვე გადაეცათ.   „საქართველოს პარლამენტში დაიწყო რუსული შინაარსის კანონპროექტების განხილვა, რომელიც სპობს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობას - გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი. რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის ნება, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და რომლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გააკეთონ ყველაფერი ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის. ამგვარი კანონი არ მოქმედებს ევროპის არც ერთ ქვეყანაში და აზიანებს ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საქართველოში მოქმედმა დემოკრატიული ქვეყნების საელჩოებმა არაერთი განცხადება გაავრცელეს. მეგობარი ქვეყნის დიპლომატები პირადადაც შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოუწოდეს, არ მიიღონ რუსული კანონი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალსა და დემოკრატიულ განვითარებას. დღეს, როცა საქართველო ელოდება ისტორიულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, რუსული კანონის მიღება უკვე მუშაობს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, საფრთხეს უქმნის ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას - გახდეს ევროპული ქვეყანა. ჩვენ, პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ თაობების წინაშე, რომელთა მომავალიც შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს როგორც ამ კანონის მიღებამ, ასევე ყველამ, ვინც ხმას მისცემს კანონპროექტს. ამიტომ შეგახსენებთ, რომ თქვენი არასწორი არჩევანით პასუხისმგებელნი იქნებით საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, დაიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება - ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი“,- ნათქვამია განცხადებაში. https://new.newpress.ge/33984 ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ჩასული ქართველი ძებნილი დააკავეს http://newpress.ge/uploads/all/kriminali/ITALIIS%20police.jpg ნეაპოლში 38 წლის ქართველი დააკავეს, ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდამისჯილი.   მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ნეაპოლში ჩარტერული რეისით, ხვიჩა კვარაცხელიას ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, ნაპოლი-ლაციოს მატჩზე დასასწრებად ჩავიდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, მამაკაცის იდენტიფიცირება საჰაერო სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მოხდა.   მამაკაცს 10 წლით პატიმრობა 2012 წელს საბერძნეთის სასამართლომ მიუსაჯა.  https://new.newpress.ge/33986 კამპანიის "ქუთაისის დნიოპროსთვის" ფარგლებში ფილმის “მარიუპოლისის” ჩვენება გაიმართა http://newpress.ge/uploads/all/kutaisi/%E1%83%93%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D.jpg ჩვენებას მომღერალი ნინო ქათამაძე დაესწრო.  ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოება გაერთიანდა დაძმობილებული ქალაქის დნიოპროს დასახმარებლად. კამპანიის "ქუთაისის დნიოპროსთვის" ფარგლებში დოკუმენტური ფილმის “მარიუპოლისის”  ჩვენება გაიმართა.   ფილმი რუსეთის მხრიდან ქალაქზე თავდასხმის პირველ დღეებს და ბომბების ცვენის პარალელურად ადამიანების ყოფას გადმოსცემს. აღნიშნული ფილმის ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი გასულ წლის მარტში რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში მოკლეს. პრემიერიდან შემოსული თანხის 100% უკრაინაში გაიგზავნება.  ფილმის ჩვენებას მომღერალი ნინო ქათამაძე დაესწრო, რომელმაც უკრაინისადმი მისი თანადგომა გამოხატა.         https://new.newpress.ge/33979 როგორ გადავიხადოთ კომუნიკაციების საფასური თიბისი ფეიზე? http://newpress.ge/uploads/all/medical/tbc_442ad.png თიბისი ფეი არის ონლაინ პლატფორმა, სადაც შეგიძლია დაფარო ყველა ტიპის გადასახადი ერთ სივრცეში. პროცესი სწრაფია და სასურველი სერვისის პოვნასაც მარტივად შეძლებ. კომუნიკაციები – ანუ ინტერნეტი, ტელეფონი და ტელევიზია სერვისების პანელში ერთადაა მოცემული. აქ იპოვი 83 პროვაიდერსა და სერვისს და შეძლებ გადაიხადო როგორც ცენტრალური და სახელმწიფო სერვისები, ასევე პატარა რეგიონული პროვაიდერების მომსახურების გადასახადიც. გადახდის შესასრულებლად, პირველ რიგში, პროვაიდერი უნდა იპოვო და შესაბამის გვერდზე გადახვიდე. იქვე დაგხვდება ველი, სადაც ჩამონათვალში შენი მომსახურების სახელი უნდა ამოირჩიო, მერე კი შეიყვანო ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი ან აბონენტის ნომერი და დაასრულო გადახდა. თუ კატეგორიებით ძებნა არ გინდა, მაშინ საძიებო ველის საშუალებით შეგიძლია იპოვო სასურველი პროვაიდერი და პირდაპირ დაიწყო გადახდა. თიბისი ფეიზე ნებისმიერი სერვისის გადახდას რეგისტრაციის გარეშე შეძლებ, მთავარია, გქონდეს წვდომა ინტერნეტთან. გადახდების რაოდენობაშეზღუდული არაა და შეგიძლია დაფარო იმდენი სერვისი, რამდენიც გსურს. აქვე გახსოვდეს, რომ თუკი დარეგისტრირდები, მაშინ ერთჯერადად შეიყვან შენს პირად მონაცემებს და ყოველ შემდეგ გადახდაზე ინფორმაციაავტომატურად შეივსება. აბონენტების ნომრის დამახსოვრება ან ქვითრების შენახვაც აღარ გიწევს - გამოდის, რომ თიბისი ფეი შენ მაგივრად იმახსოვრებს ყველა ნომერს. აქვე გაითვალისწინე, რომ შეგიძლია შეინახო ელექტრონული ქვითარი და, საჭიროების შემთხვევაში, ამობეჭდო კიდეც. თუკი შენს პირად კაბინეტს შექმნი, მაშინ ხარჯების კონტროლი ბევრად გაგიმარტივდება. აქ ნახავ ტრანზაქციების ჩამონათვალს და შეგიძლია შეადარო, როგორ იცვლებოდა შენი გადახდები ყოველთვიურად. თიბისი ფეი მაქსიმალურად ზრუნავს შენი გამოცდილების გამარტივებაზე. შედეგად, გადასახადების დაფარვის არცთუ ისე სასიამოვნო პროცესი ბევრად უფრო სწრაფი და კომფორტული ხდება. შენ შეგიძლია გადარიცხო თანხა ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს და დაიტოვო მეტი დრო სხვა საქმეების მოგვარებისთვის. ესტუმრე www.tbcpay.ge-ს და გაიმარტივე გადახდის პროცესი.თიბისი ფეის აპლიკაციის გადმოწერას კი აქედან შეძლებ: iOS:Android: https://new.newpress.ge/33978 ხერხემლის ფართოდ გავრცელებული პრობლემები http://newpress.ge/uploads/all/medical/%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A2%E1%83%99%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98.jpeg ხერხემალი ადამიანის სხეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ხერხემლის პრობლემები კი ყოველდღიურ ცხოვრებაზე საკმაოდ უარყოფითგავლენას ახდენს. ხერხემლის ტკივილი შეიძლება უკავშირდებოდეს გადაღლილობას, დაჭიმულობას, სიმძიმეების აწევასა და არასწორმოძრაობასაც, გარდა ამისა, ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა რომელიმე კონკრეტული დაავადებაც იყოს. დღესდღეობით, უამრავიხერხემლის დაავადებაა ჩვენთვის ცნობილი, მათ შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემების რიცხვს მიეკუთვნება: სქოლიოზი - იგივე ხერხემლის გამრუდება, ხშირია მოზარდებში, რადგან ბავშვის სწრაფი ზრდისას კუნთოვანი კარკასი ვერ ეწევა ძვლებს, ეს კიხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის დასუსტებას განაპირობებს. არსებობს შედარებით მსუბუქად მიჩნეული I და II ხარისხის სქოლიოზი და III და IV ხარისხის - რომელიც სერიოზული პათოლოგიაა და ორგანოთა მთელ წყობას აზიანებს.  კუზი - მკვეთრად გამოხატული გულმკერდის კიფოზია. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. ამ პათოლოგიისგამომწვევ მიზეზებს შორისაა: მალთაშუა დისკის დეგენერაცია, ართრიტი, ხერხემლის ტრავმა და სხვა. პაციენტს ამ დროს აწუხებს ტკივილისა და სისუსტის შეგრძნება და ხშირად სუნთქვის გაძნელებაც. ლორდოზი - ამ დროს წელის ნორმალური ნადრეკი უფრო ღრმად არის შეწეული. პათოლოგიური ლორდოზი შეიძლება წარმოიშვას კუნთებისდისბალანსის, ტრავმისა და სწრაფი ზრდის შედეგადაც. სპონდილოლისტეზი - არის მალების გადანაცვლება, იგივე, დაცურება, დასრიალება. ამ დაავადების დროს ხერხემლის მალა პირდაპირსრიალდება წინ ან უკან ქვედა მალის მიმართ. მალების სტრუქტურა ნორმაშია, ადგილი აქვს დისლოკაციას. განასხვავებენ ამ დაავადების ოთხ ხარისხს. რაც უფრო მაღალია ხარისხი, მით უფრო ძლიერია ტკივილი. რა იწვევს ხერხემლის პრობლემებს? მჯდომარე ცხოვრების წესი, ხერხემლის პათოლოგიები, ფიზიკური დატვირთვა და ზოგიერთი პროფესიული საქმიანობა - ხერხემლის პრობლემების გამომწვევი მიზეზებია. თუმცა, ზუსტი მიზეზის დასადგენად, შესაბამისი კვლევების ჩატარებაა საჭირო. დიაგნოზის დასაზუსტებლად ექიმები მიმართავენ რენტგენოგრაფიას, ელექტრომიოგრაფიას, ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსულ და კომპიუტერულ ტომოგრაფიას - გამოკვლევებისადა მკურნალობის ეტაპი ინდივიდუალურად ინიშნება, პაციენტის პრობლემიდან გამომდინარე. იმისთვის, რომ ხერხემლის ტკივილი შემცირდეს,სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, პირველ რიგში, ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებენ. ხერხემლის პრობლემების პრევენციისთვის აუცილებელია ვარჯიში, ცურვა და ფეხით სიარული. რიგ შემთხვევებში, საკმაოდ ეფექტურია ხერხემლის კორსეტების გამოყენებაც.