|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საირმის მიმდებარე მიწების რეგისტრაციის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

 კურორტ საირმის მიმდებარე მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების საქმეზე ბაღდათის მერიის  ორი თანამშრომელია დაკავებული. დაკავებულები არიან სოფელ ნერგეეთში მერიის წარმომადგენელი და მისი სპეციალისტი. 

 პროკურატურა საქმის გამოძიებას აგრძელებს და გამორიცხული არაა,  დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს. 

ადგილობრივების თქმით, დაკითხვაზე იბარებენ ადამიანებს, ვინც გასულ წელს საირმის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები დაირეგისტრირეს. 

როგორც ისინი აცხადებენ,  მათი ოჯახის წევრები  ამ ადგილებს ათეული წლების განმავლობაში ამუშავებდნენ,  გასულ წელს კი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული მიწის დაკანონებით ისარგებლეს. ახლა კი  ეუბნებიან,  რომ  მიწები სატყეო მეურნეობის საკუთრებაა და მათ არაკეთილსინდისიერად მიითვისეს.

ახლადარეგისრირებული მიწების ნაწილი დაყადაღებულია. მიწის მეპატრონეები მიმდინარე პროცესებს საკურორტო ზონის მიწებით დაინტერესებას უკავშირებენ. ისინი აქციებს მართავენ და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 37.21%
გაუარესდა - 46.51%
არ შეცვლილა - 16.28%
სულ - 43 ხმა