|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამარ ლორთქიფანიძე : ,,ყველას ვეუბნები, იოცნებონ!“

 მესხიშვილის თეატრი ქუთაისის კულტურული ცხოვრების  სავოზიტო ბარათს წარმოადგენს.  თეარტის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე „ნიუპრესს“  ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი თამარ ლორთქიფანიძე ესაუბრა. პროფესიით არტ-მენეჯერი აღნიშნულ თანამდებობას წელიწად ნახევარია იკავებს.


-ქალბატონო თამარ პირველ რიგში, რას ნიშნავს თქვენთვის თეატრი და პოზიცია, რომელიც ახლა გიჭირავთ?

-თეატრი ბავშვობიდან მიყვარს, მთელი ჩემი ცხოვრება, ნაფიქრი, ნააზრევი, სწორედ თეატრში იყრის თავს. ჩემს ცხოვრებაში,  საბედნიეროდ, მოხდა ისე, რომ სრულიად დაემთხვა ჩემი დიდი ხნის ოცნება და რეალური შესაძლებლობა ერთმანეთს, როდესაც თეარტის მმართველობა შემომთავაზეს. ამიტომ ყველას ვეუბნები, რომ იოცნებონ. ეს არის ახლა ჩემი ცხოვრების ძირითადი დრო, პასუხისმგებლობა, თეატრი ჩემთვის ახალი უნივერსიტეტია, იმიტომ რომ აქ სულ სხვა, ძალიან საინტერესო პროცესები მიდის. 

-მესხიშვილის თეატრი დიდი და ღირსეული ტრადიციების მატარებელია, როგორ ფიქრობთ  გრძელდება თუ არა ეს ტრადიციები ასევე ღირსეულად  თქვენი მმართველობის პერიოდშიც?

-ჩვენი სტრატეგიაც სწორედ ესაა, ამ ტრადიციების გაგრძელება და შეიძელება დანამდვილებით ითქვას, რომ დღემდე არასოდეს გადაგვიხვევია აკადემიურობის ფარგლებიდან, რამდენად სწორად და მაღალ პროფესიონალურ დონეზე გამოგვდის ,  ეს მაყურებელმა უნდა განსაჯოს.

-ბოლო დროს სულ უფრო მეტს საუბრობენ იმაზე, რომ თეატრებსა და სპექტაკლებზე მაყურებლის რაოდენობამ იკლო,  დგას თუ არა იგივე პრობლემა თქვენთანაც და როგორ ფიქრობთ, რა არის ამს გამომწვევი მიზეზი? ხომ არ უკავშირდება ეს თავად დადგმული სპექტაკლების ხარისხს?

-ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, უპირველესად, ახალ ტექნოლოგიები ართმევს თეატრს და სპექტაკლს მაყურებელს, დღეს სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით და  უმაღლესი ხარისხით  შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები. მაყურებლის შემცირების ასევე რეალური მიზეზია  ეკონომიური ფაქტორი. რაც შეეხება პრემიერებს, როგორც წესი,  პრემიერებზე  გვყავს მაყურებელი, მაგრამ ქუთაისში არ არის იმ რაოდენობის მოსახლეობა,  რომ სპექტაკლმა გაუძლოს ბევრ თამაშს.  მრავალრიცხოვნებით კი   შეიძლება ხარისხი დაკარგო.

-რას იტყვით დაფინასებაზე? აქვს თუ არა თეატრს საჭირო რაოდენობის ფინანსები და დამოუკიდებლა განკარგვის შესაძლებლობა?

-ჩვენ კულტურის სამინისტრს ვეკუთვნით, მაგრამ ადგილობრივი რესურსით ვფინანსდებით. თანამედროვე თეატრი ძვირი სიამოვნებაა, დღეს მაყურებელშიც სხვა მოთხოვნებია , შენობის ტექნიკური მოწყობილობა, განათება, გახმოვანება ამას ჩვენი ქვეყანა მხარს ვერ უბამს.  შენობა რემონტს საჭიროებს, საჭიროა სკამების გამოცვალა, გათბობა. მართალია,  წელს ჩვენი ბიუჯეტი 200 000 ლარით გაიზარდა და ერთ მილიონ ლარს  შეადგენს,  ეს  შესაძლოა კარგად ჟღერდეს, მაგრამ  შენობა დიდია,  მარტო კომუნალური გადასახადებზე სოლიდურ თანხას საჭიროებს. ძირითადად,  ბიუჯეტიც ამ მიმართულებით იხარჯება.

-გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში შეძელით თუ არა მსახიობებისთვის ხელფასების მომატება?

-რა თქმა უნდა, ჩვენი პროირიტეტიც სწორედ ის იყო, რომ მსახიობებისთვის ხელფასები გაგვეზარდა და შევძელით კიდეც. მიმაჩნია, რომ ეს პროფესია ძალინ დიდ ენერგიასთან  და სირთულეებთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, მათი შრომაც უნდა დაფასდეს.

-როგორია სამომავლო გეგმები,  რას სიახლეებს სთავაზობთ მაყურებელს?

-2-3-4 აპრილს მესხიშვილის თეატრი  მაყურებელს ცნობილი  კომედიური ნაწარმოების  ,, ჯარში მხოლოდ ქალიშვილები არიან“   პრემიერაზე ეპატიჟება,  მთავარ როლებს  დავით როინიშვილი, ინგა კაკიაშვილი და ზვიად სვანაზე შეასრულებენ, ამას გარდა ვგეგმავთ  გასტროლს  უცხოეთში, პრობლემა აქაც ფინანსების მოძიებაა. საკითხი   ამ ეტაპზე მოლაპარაკების დონეზეა თუმცა   მჯერა, რომ  ეს მესხიშვილის  თეატრის კიდევ ერთი დიდი წარმატება იქნება.

 

 

ავტორი: ეკა შალამბერიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38%
გაუარესდა - 46%
არ შეცვლილა - 16%
სულ - 50 ხმა