|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სტიქიის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილი დაზიანდა

22 ივნისს მოსული უხვი ნალექის  შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილი დაზიანდა. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღუში გააქტიურდა მეწყეული პროცესები.

ნაშალმა მასამ პრობლემები შექმნა ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე და სოფელ ლაჯანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა გადაკეტა.  

ტექნიკის ინტენსიური მუშაობის შედეგად ამ დროისათვის გზა გახსნილია. 

 სტიქიის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშოები, დილიდან შექმნილია სტიქიის დამთვლელი კომისია და ხდება ზარალის ზუსტი აღრიცხვა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38%
გაუარესდა - 46%
არ შეცვლილა - 16%
სულ - 50 ხმა