|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თანახმა ვარ კლინიკა "ვივა მედში" გადასვლაზე გამოკვლევებისთვის - მიხეილ სააკაშვილი

თანახმა ვარ კლინიკა "ვივა მედში" გადასვლაზე გამოკვლევებისთვის, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს და თავის პირობებს ასახელებს. 
 
"საქართველოს იუსტიციის მინისტრს და პენიტენციური სამსახურის დირექტორს,
ვინაიდან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დასუსტებულია და ვფიქრობ, შეუთავსებელია სასიცოცხლო მაჩვენებლებთან, თანახმა ვარ კლინიკა "ვივა მედში" გადასვლაზე გამოკვლევებისთვის,
გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა და მკურნალობისთვის შემდეგი პირობებით:
1. მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს პირად ექიმს ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ "ემპათიადან", რაც კანონით განსაზღვრულია და რაზეც აქამდე უკანონოდ მეძლეოდა უარი;
2. სამუშაო საათებში დაშვება ჰქონდეთ კანონით განსაზღვრულ პირებს, ადვოკატებსა და პარლამენტის წევრებს;
3. ყოველ გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენასა და ასევე მკურნალობის შემდგომი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების ფაქტის განსაზღვრა მოხდეს პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი შემადგენლობით, ცენტრი "ემპათიის" ჩართულობით და მათი თანხმობის შემთხვევაში სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების მონაწილეობით;
4. როგორც კი აღნიშნულ საკითხებზე მივიღებ პასუხს, მზად ვარ, დაუყოვნებლივ გადავიდე "ვივა მედში";
5. გთხოვთ, აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღოთ ჩემი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ჩართულობით",  - წერს სააკაშვილი. 
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარობა გართულებულია,  რის გამოც მისი ადვოკატები და ოჯახის წევრები სამკურნალოდ მის საზღარგარეთ გადაყვანას ითხოვენ, ამის პასუხად ხელისუფლებამ მას "ვივა მედში" გამოკვლევაზე გადაყვანა შესთავაზა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 37.21%
გაუარესდა - 46.51%
არ შეცვლილა - 16.28%
სულ - 43 ხმა