ხალხის ძალის” დეპუტატები ქონებრივ დეკლარაციებს არაკეთილსინდისიერად ავსებენ - „ფლანგვის დეტექტორი“
ხალხის ძალის” წევრები ქონებრივ დეკლარაციებს სისტემატურად არაკეთილსინდისირეად ავსებენ, - ამის შესახებ კვლევას "ფლანგვის დეტექტორის" ავრცელებს.
მედიაპროექტის ცნობით, ეს ქმედება წინააღმდეგობაში მოდის გამჭვირვალობის პრინციპთან, რითიც “ხალხის ძალის” წევრები, ხელისუფლებასთან ერთად, ამართლებდნენ რუსული სტილის კანონს აგენტების შესახებ. ამავდროულად, თავად მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრები მალავენ საკუთარ შემოსავლებსა თუ ქონებას.
კვლევის თანახმად, ვიქტორ ჯაფარიძე ყველაზე ხშირად არღვევს ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესს და იგი ჯამში 3,837 დააჯარიმეს.
დიმიტრი ხუნდაძემ მის საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხის შესახებ ინფორმაცია დამალა, რისთვისაც 2018 წელს 1000 ლარით დააჯარიმეს.
მიხეილ ყაველაშვილი პირადი ანგარიშისა და ოჯახის წევრის შემოსავლის არასრული წარდგენის გამო 1,108 ლარით დააჯარიმეს.
საჯარო სამსახურის ბიუროს დაჯარიმების მექანიზმი არ არის იმდენად ძლიერი, რომ თანამდებობის პირი განმეორებითი დარღვევისგან შეაკავოს.
ავტორი: ნიუპრესი