|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ზესტაფონის მერიასთან ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ. მოსახლეობის თქმით, მათი საგაზაო სამუშაოების გამო მათი სახლები ზიანდება.

"ჩვენი საცხოვრებელი სახლების ქვეშ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის გამო, გვირაბების გაყვანა მიმდინარეობს, სამუშაოს ფარგლებში აფეთქებითი სამუშაოები ხორციელდება, მიწისქვეშა ბიძგები კი იმდენად ძლიერია, რომ კორპუსები და საცხოვრებელი სახლები დანგრევის პირასაა", - აცხადებენ ადგილობრივები.

მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას  სთხოვს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.73%
გაუარესდა - 46.94%
არ შეცვლილა - 16.33%
სულ - 49 ხმა