|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ ბათუმში უკანონო კოლცენტრების ფუნქიონირების ფაქტი დააფიქსირა

ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ ის ბათუმში სულიკო ჟღენტის #1 ნომერში ბიზნესცენტრში  იმყოფება,  სადაც უკანონო კოლცენტრების ფუნქიონირების ფაქტი დააფიქსირა.  ჟურნალისტის მიერ ფეისბუკ ჩართვას ოფისი თანამშრომლებმა დატოვეს..   

ელისო კილაძე პოლიტიკოსებს,  მედიის წარმომადგენლებს და დიმპლომატიური კორპუსს  მიმართავს და ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

 ჟურნალისტის განცხადებით, აღნიშნულ ბიზნესებს აჭარის მთავრობის მეთაურის,  თორნიკე რიჟვაძის მამა მფარველობს.  

„ბათუმში ეს კოლცენტრი ეკუთვნის  კრიმინალური სამყარტოს წარმომადგენლებს მარლენ მეტონიძესა და კაკი დავითულიანს, რომლებიც არიან ლაგუნა ვერეზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ფუგურანტები. ისინი დაკავების ნაცვლად  დააჯილდოვეს,  თბილისს გამოარიდეს და პრესტიჟულ ბიზნეს ცენტრში გაუხსნეს ოფისი. გამოძახებული მყავს პოლიცია, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ აქედან 100 მეტრში მდებარეობს“, - აცხადებს ელისო კილაძე ფეისბუკ ჩართვისას.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 37.21%
გაუარესდა - 46.51%
არ შეცვლილა - 16.28%
სულ - 43 ხმა